ფიზიკური და კორპორაციული უსაფრთხოების ექსპერტი
სერტიფიცირებული უსაფრთხოების მენეჯმენტის პროფესიონალი, დიპლომატიური სფეროში უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილებით. მუშაობდა დიდი ბრიტანეთის საელჩოში, თბილისში, სადაც ახორციელებს საელჩოს დაცვის სამსახურის ყოველდღიური ოპერაციების მართვას, გადაუდებელი სიტუაციების დაგეგმვას და პერსონალისა და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ბატონი სერგო ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო და ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო სისტემების მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და გავლილი აქვს უსაფრთხოების მენეჯმენტის კურსი (CSMP) საერთაშორისო უსაფრთხოების მენეჯმენტის ინსტიტუტისგან (ISMI). მას ასევე გავლილი აქვს სპეციალიზებული ტრენინგები პროექტების მართვის, საგანგებო სიტუაციების რეაგირების, დოკუმენტების გაყალბების აღმოჩენის, კომუნიკაციის, პირველადი დახმარებისა და ლიდერობის მიმართულებით, მათ შორის — დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის რეგიონალური სასწავლო ცენტრში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
2004-2007 წლებში ბატონი სერგო მუშაობდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში, სადაც ასრულებდა უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული ასისტენტის ფუნქციებს - პასუხისმგებელი იყო საელჩოს უსაფრთხოებაზე, საელჩოს საოპერაციო მიმართულებაზე, IT მხარდაჭერასა და ლოგისტიკურ ოპერაციებზე. ბრიტანეთის საელჩოში მართავდა ოფიცერთა გუნდს, კოორდინაციას უწევდა საგანგებო სწავლებებს და უზრუნველყოფდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და დოკუმენტირების ნაწილს.
ამჟამად ბატონი სერგო Hunnewell Cement-ის უსაფრთხოების მენეჯერია და ასევე მუშაობს ინსტრუქტორად და უსაფრთხოების კონსულტანტად CASE-ში, სადაც უზრუნველყოფს ტრენინგებსა და სერვისებს კორპორატიული და ფიზიკური უსაფრთხოების მიმართულებით.