CASE არის ერთადერთი საგანმანათლებლოდა კვლევითი დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელიც ამზადებს უსაფრთხოების სპეციალისტებს შემდეგი კომპეტენციით: ინფორმაციიული უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი, გლობალური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, კორპორაციული უსაფრთხოება და სხვა. აკადემია დაფუძნებულია ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის (ISSAC) მიერ. სრული ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ჩვენ შესახებ
გამოცდებისა და შეფასების პროცედურების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი კლასის: "Gold" და "Silver" სერტიფიკატი. "Gold" სერთიფიკატი ავტომატურად გულისხმობს რეკომენდაციას.
CASE-ში უნიკალური ცოდნისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის გარდა ჩვენი თითოეული კურსანტი იძენს ღირებულ კავშირებს და კარიერული განვითარების ახალ პერსპექტივებს. ამისათვის კარიერული ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში CASE კურსანტებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს მათი პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაბამისად. უფრო ვრცლად კარიერული ხელშეწყობის პროგრამის შესახებ შეიტყვეთ ბმულზე - https://globalcase.org/ge/page/careers
სასურველ კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა მოითხოვოთ უპროცენტო საბანკო განვადების ინვოისი. მიღებული ფაილი ამობეჭდილი სახით უნდა წარადგინოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ ბანკი თავად განსაზღვრვავს განვადების დამტკიცების საკითხს. განვადება უპროცენტოა, შესაბამისად თქვენ არ იხდით საკომისიოს ან რაიმე სხვა სახის გადასახადს თუ სრულად დაგიმიტკიცდათ განვადება. საკომისიო გადასახადი შესაძლოა დაემატოს მხოლოდ იმ კურსებს, რომლებიც დაბალ საფასო კატეგორიაშია ან თავსდება ფასდაკლების აქციით. განვადების დოკუმენტი არ მოითხოვს ბეჭედს ან ხელმოწერას აკადემიის მხრიდან და გაიცემა ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ დაგიმტკიცდათ განვადება, თქვენ ასევე შეგიძლიათ განვადება გააკეთებინოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს თუმცა იმ აუცილებელი პირობით, რომ გადახდის დანიშნულებაში ფილიალის ოპერატორს უნდა მიათითებინოთ თქვენი სახელი და პირადი ნომერი. გადახდის დანიშნულება უნდა გამოიყურებოდეს ასე: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კურსის დასახელება.