+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE — globalcase.org · ყველა უფლება დაცულიაგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკასაიტის რუკა
HOME / კონტაქტი

კონტაქტი

შეკითხვები კურსების, სერვისების ან პარტნიორობის შესახებ — გიპასუხებთ ერთ სამუშაო დღეში.

ხშირად დასმული კითხვები

  • რომელი გადახდის მეთოდი ავირჩიო?▾

    საბანკო გადარიცხვა ყველაზე სწრაფი და პოპულარული გზაა — ერთი გადარიცხვა ნებისმიერი ქართული ბანკიდან; ინვოისს ჩვეულებრივ ერთ სამუშაო დღეში ვუსაბამებთ. თუ თანხის გადანაწილება გირჩევნია, აირჩიე საქართველოს ბანკის განვადება (3–24 თვე) ან შიდა ორნაწილიანი გეგმა.

  • რა არის CASE-ი?▾

    CASE არის ერთადერთი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელიც ამზადებს უსაფრთხოების სპეციალისტებს შემდეგი კომპეტენციით: ინფორმაციიული უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი, გლობალური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, კორპორაციული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და სხვა. აკადემია დაფუძნებულია ქეის ენტერპრაიზის ბაზაზე - CASE, რომელიც რე-ბრენდინგამდე წარმოდგენილი იყო როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრი ISSAC. სრული ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ჩვენ შესახებ

  • როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის განვადება?▾

    კურსის საფასურის გადანაწილება შეგიძლია 3-დან 24 თვემდე საქართველოს ბანკის დაფინანსებით. ჩვენ ვამზადებთ დაფინანსების დოკუმენტს და გიკავშირდებით; შემდეგ ბანკში ხელს აწერ სესხის პირობებს. დამტკიცება ბანკზეა დამოკიდებული და კურსის საფასურს შესაძლოა დაემატოს საბანკო საკომისიო.

  • სად არის შესაძლებელი კურსების გავლა?▾

    სასწავლო ბაზა მდებარეობს, თბილისში, პეკინის 30-ში, თუმცა გარკვეული ტრენინგები და ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ასეთი ღონისძიებებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ქვეყნდება შესაბამის გვერდზე. ონლაინ სწავლებები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ლოკაციიდან.

  • რა არის ორნაწილიანი გადახდის გეგმა?▾

    კურსის საფასურს იხდი ორ თანაბარ ნაწილად, ერთი თვის ინტერვალით. ჯამურ თანხას ემატება ფიქსირებული 150 ლარი მომსახურების საფასური — მაგალითად, 2000-ლარიანი კურსი ხდება 2 × 1075 ლარი. ორივე ინვოისი ელფოსტაზე მაშინვე მოგდის, ასე რომ სრულ გეგმას თავიდანვე ხედავ.

  • ონლაინ თუ ატარებთ?▾

    CASE-ის ძირითადი სასწავლო კურსები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, ტარდება მხოლოდ რეალურ გარემოში.

  • გადავიხადე — რა ხდება შემდეგ?▾

    გადარიცხვას ინვოისს ვუსაბამებთ (ჩვეულებრივ ერთ სამუშაო დღეში) და დადასტურებას ელფოსტაზე გიგზავნით. პორტალზე წვდომის პირად ბმულს ცალკე წერილით მიიღებ, როგორც კი წვდომა გაგიაქტიურდება. კითხვების შემთხვევაში მოგვწერე: [email protected].

  • რა მოთხოვნებია აკადემიაში მისაღებად?▾

    აკადემიაში მოსახვედრად სტუდენტი აუცილებელია იყოს სრულწლოვანი, სხვა ასაკობრივი შეზღუდვა აკადემიას ამ მიმართულებით არ გააჩნია. მოთხოვნები თითოეული სასწავლო პროგრამისთვის ინდივიდუალურია. განსაკუთრებული მოთხოვნები კონკრეტულ უნარებსა და ცოდნაში ეხება მხოლოდ რამოდენიმე სპეციფიკურ პროგრამას და საკვალიფიკაციო ტრენინგებს. ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში მიღების პროცედურა მოითხოვს გასაუბრებას. გასაუბრების კრიტერიუმები და პრინციპები აკადემიის შიდა სამსახურეობრივი ინფორმაციაა და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. თუ რომელიმე კურსი მოითხოვს ისეთ პარამეტრს, როგორიც არის უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერული ან სხვა დისციპლინის გარკვეულ დონეზე ფლობა, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის გვერდზე.

  • როგორ შეიძლება ჩავირიცხო აკადემიაში?▾

    აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: სადიპლომო კურსი; საკვალიფიკაციო ტრენინგები; სეზონური სკოლები და სხვადასხვა სემინარები. თითოეულ მათგანზე მიღება ცხადდება წინასწარ, ისე რომ დაინტერესებულ პირს საკმარისი დრო აქვს სრული ინფორმაციის მისაღებად. კურსზე მოხვედრის პირველი ეტაპი რეგისტრაციაა, რომელიც ხორციელდება სპეციალური დაცული გვერდიდან. მისი ბმული მითითებულია შესაბამისი განცხადების ტექსტში. რეგისტრაციის შემდეგ კი მიღების პროცედურები განსხვავდება ყველა კურსისთვის, თითოეული პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.

  • ასაკობრივი შეზღუდვა▾

    აკადემიის სხვადასხვა კურსებზე მოქმედებს სხვადასხვაგვარი ასაკობრივი შეზღუდვები. კურსები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკური დატვირთვას (მაგ. ორთაბრძოლა) შეზღუდულია ზედა ასაკობრივი ზღვარით. თითქმის ყველა კურსზე მოქმედებს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წლიდან. თუმცა არსებობს გამონაკლისი კურსები, რომლებიც უშუალოდ 18 წლამდე პირებისთვის არის წარმოდგენილი. სრული ინფორმაცია ასაკობრივ და მიღების სხვა კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სასურველი კურსის გვერდზე, მენიუდან კურსები და ტრენინგები.

  • რას ნიშნავს ოქროს სერტიფიკატი?▾

    გამოცდებისა და შეფასების პროცედურების შედეგების მიხედვით გაიცემა ორი კლასის: "Gold" და "Silver" სერტიფიკატი. "Gold" სერთიფიკატი ავტომატურად გულისხმობს რეკომენდაციას.

  • როგორია სერტიფიცირების კრიტერიუმები?▾

    აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამაზე მოქმედებს ინდივიდუალური საგამოცდო პროცედურები, რომლის შესახებაც სტუდენტებს წინასწარ არ ეცნობებათ. აკადემიის სპეციალური სასწავლო მეთოდოლოგიის მიხედვით თითოეული საგამოცდო პროცედურა სტუდენტებისგან დამოუკიდებლად იგეგმება. თუმცა ტესტირებისა და სხვა საგამოცდო პროცედურების გარდა, როგორიც შეიძლება იყოს კვლევითი პროექტების მომზადება, სტუდენტების შეფასებას ასევე განსაზღვრვავს აქტივობა, დასწრება და ინსტრუქტორების მიერ მათი პირადი შეფასება.

  • დასაქმება CASE-ის კურსების გავლის შემდეგ▾

    CASE-ში უნიკალური ცოდნისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის გარდა ჩვენი თითოეული კურსანტი იძენს ღირებულ კავშირებს და კარიერული განვითარების ახალ პერსპექტივებს. ამისათვის კარიერული ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში CASE კურსანტებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს მათი პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაბამისად. უფრო ვრცლად კარიერული ხელშეწყობის პროგრამის შესახებ შეიტყვეთ ბმულზე - https://www.globalcase.org/ge/page/careers

  • სწავლის საფასურის გადახდის პირობები▾

    აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამას გააჩნია გადახდის ინდივიდუალური პირობები. რიგ კურსებზე გადახდა ხორციელდება მხოლოდ თანხის ერთიანი გადახდით სწავლის დაწყებამდე. თუმცა ზოგიერთ კურსზე, რომელიც მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა მოქმედებს ყოველვთიური გადახდის სისტემა, ანუ თანხა ნაწილდება პროპორციულად სხვადასხვა მოდულის მიმდინარეობისას. აკადემიის ყველა სასწავლო პროგრამაზე მიუხედავად საფასურის გადანაწილების ოფციისა ან გადახდის პირობებისა მოქმედებს საბანკო განვადება. აღნიშნული პროცედურა მარტივია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს საბანკო განვადება 3 თვიდან 2 წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევაში ფინანსურ პირობებს განსაზღვრვავს შესაბამისი პარტნიორი ბანკი.

  • როგორ მოქმედებს საბანკო განვადება?▾

    სასურველ კურსზე რეგისტრაციის ან გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ (კურსის პირობის მიხედვით) თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ უპროცენტო საბანკო განვადების ინვოისი 6 თვემდე ვადით ან სტანდარტული (პროცენტიანი) საბანკო განვადება თუ გსურთ თანხის გადანაწილებისთვის 2 წლამდე ვადის გამოყენება. მიღებული ფაილი ამობეჭდილი სახით უნდა წარადგინოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ ბანკი თავად განსაზღვრვავს განვადების დამტკიცების საკითხს. აღნიშნული პროცედურა მარტივია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს საბანკო განვადება 3 თვიდან 2 წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევაში ფინანსურ პირობებს განსაზღვრვავს შესაბამისი პარტნიორი ბანკი. განვადების დოკუმენტი არ მოითხოვს ბეჭედს ან ხელმოწერას აკადემიის მხრიდან და გაიცემა ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ დაგიმტკიცდათ განვადება, თქვენ ასევე შეგიძლიათ განვადება გააკეთებინოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს თუმცა იმ აუცილებელი პირობით, რომ გადახდის დანიშნულებაში ფილიალის ოპერატორს უნდა მიათითებინოთ თქვენი სახელი და პირადი ნომერი. გადახდის დანიშნულება უნდა გამოიყურებოდეს ასე: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კურსის დასახელება.

  • რა შემთხვევაში ხდება თანხის უკან დაბრუნება?▾

    თუ კურსზე რეგისტრირებულ პირს გადახდილი აქვს კურსის სრული ღირებულება ან სარგებლობს განვადებით, ხოლო კურსი ვერ შედგა, კომპანია აბრუნებს გადახდილ ან განვადების თანხას სრულად, ბანკის საკომისიოს ჩათვლით. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კურსის დაწყების თარიღი, კომპანია ვალდებულებას იღებს გააფრთხილოს ყველა რეგისტრირებული მსურველი და თუ კურსანტისთვის მიუღებელია დაწყების ახალი თარიღი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

  • გაქვთ თუ არა კორპორატიული ტრენინგები?▾

    CASE-ის ძირითადი კურსები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის. გარკვეული კურსები შექმნილია უშუალოდ კომპანიებისთვის და მოცემულია ვებ-გვერდის შესაბამის კატალოგში. კომპანიებს შეუძლიათ დააფინანსონ საკუთარი თანამშრომლების სწავლება სხვადასხვა კურსებზე მონაწილეობისთვის. გარდა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციისა CASE ასევე ახორციელებს უშუალოდ ორგანიზაციის სპეციფიკაზე მორგებულ ტრენინგებს. CASE-ს გააჩნია 12 ძირითადი სასწავლო მიმართულება (SD) და მათი განხორციელების 82 კონფიგურაცია.

CASE — თბილისი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30ორშ–პარ 10:00–19:00
გამოგვყევი
FacebookInstagramLinkedInYouTubeTikTok