CASE დაფუძნდა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის საპასუხოდ, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც მსოფლიოში პირველი კიბერომი. სწორედ ეს ომი გახდა შთაგონება საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით პირველად წარმოგვედგინა კიბერუსაფრთხოება როგორც კრიტიკული დისციპლინა. 16 წელზე მეტია CASE პიონერია კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და ანტიტერორიზმის სწავლებაში, რომლებიც ასევე პირველად გახდა ხელმისაწვდომი სამოქალაქო პირებისთვის. ჩვენ გადამზადებული გვყავს ათასობით პროფესიონალი, სამხედროები, სამართალდამცავები, უმსხვილესი კორპორაციების პერსონალი. ინოვაციური სერვისებით ვეწევით ორგანიზაციების ციფრული თუ ფიზიკური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მხარდაჭერას. როგორც ექსპერტიზის აღიარებული ჰაბი, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროფესიონალთა გლობალური ქსელი, რაც გვეხმარება წამყვან სპეციალისტებთან ერთად წარმოვადგინოთ აღიარებული და სხვადასხვა ჯილდოს მქონე სასწავლო პროგრამები, ციფრული სერვისები და გადაწყვეტილებები უსაფრთხო მომავლისთვის.
CASE ბაზირებულია ოთხ ფუნდამენტურ მიმართულებაზე, რაზეც არის დაშენებული ჩვენი მისია და ხედვა: განათლება, უსაფრთხოება, ინოვაციები და კავშირები. ექკლუზიურ ცოდნასთან ერთად ორგანიზაციებსა და ინდივიდებს უზრუნველვყოფთ ინსტრუმენტებით, რომლებიც ეხმარებათ კიბერუსაფრთხოების, კრიზისების მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებთან გამკლავებაში.
CASE აკადემიის ბაზაზე ჩვენ წარმოვადგენთ პრაქტიკულ, ფიზიკურ ტრენინგებს კიბერუსაფრთხოებაში, დაზვერვაში, კონტრდაზვერვაში, მოლაპარაკებებში, ტყუილის ამოცნობაში, დაკითხვასა და ანტიტერორიზმის მიმართულებით. ჩვენ ვამაყობთ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევით, როგორც პირველი ორგანიზაცია, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა ეს თემები სამოქალაქო პირებისთვის საქართველოში. CASE აკადემიის პლატფორმამ განავითარა უსაფრთხოება როგორც პროფესია და გადაამზადა ათასობით პროფესიონალი როგორც სამხედრო, სამართალდამცავი და დიპლომატიური სამსახურებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის უმსხვილესი ორგანიზაციებიდან. ჩვენი კურსები (სპეც. დისციპლინები), არის ექსკლუზიური, საავტორი, დინამიკური და მუდამ განახლებული თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ.
როგორც კიბერუსაფრთხოების პიონერები რეგიონში, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით ამ მიმართულებით, რათა წარმოვადგინოთ შესაბამისი სერვისები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის. კრიზისების მართვა, ინცინდენტების მართვა, რისკების შეფასება, უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჩვენი სერვისებიდან. ჩვენი ექსპერტები და სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ სერვისების კალიბრაციაზე, რათა განახლებული, უსაფრთხო და ეფექტიანი სერვისები წარმოვადგინოთ შესაბამისი ინდუსტრიების სხვადასხვა გამოწვევებისთვის.
CASE Digital-ის პლატფორმაზე ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ ციფრულ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, როგორებიცაა ელ-კომერცია, ინტრანეტ პორტალები, კონტენტის მართვის პლატფორმები, საკითხებისა და ინცინდენტების მართვის სისტემები და ა.შ. ციფრული ტრანსფორმაციის ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ბიზნეს სპეციფიკას, პერსონალის ინდივიდუალობას და ორგანიზაციის ეკო-სისტემაში ორგანულად ინტეგრაციას. შეფასების კრიტერიუმებში ყველა ამოცანის კვალდაკვალ თანაბრად ვისახავთ ეფექტიანობას და უსაფრთხოებას.
CASE განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კოლაბორაციასა და კავშირების განვითარებას. CASE ანალიტიკის დახმარებით ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ კვლევებს, ვსწავლობთ და ვაანალიზებთ მნიშვნელოვან სიახლეებს, ვაწვდით ღირებულ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებს, კურსანტებს და წევრებს, რათა არ ჩამორჩნენ ინდუსტრიის ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ ვაკავშირებთ და ვავითარებთ პროფესიულ წრეებს, ექსპერტებსა და პროფესიონალებს ახალი პერსპექტივების შესაქმნელად, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
* გთხოვთ გაითვალისწინოთ: მომართვისას, ვიდრე თქვენი შემთხვევის დეტალებს გაგვიზიარებთ, დაელოდეთ NDA-ის დამოწმებას.
კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში 16 წლიანი წარმატებული გამოცდილებით CASE უმსხვილესი კორპორაციების, სამთავრობო სამსახურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიონალების სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა. ჩვენ წარმოვადგენთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, სერვისებსა და საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგ-პროგრამებს, გვაქვს სერტიფიცირებულ პროფესიონალთა საექსპერტო ბაზა, ინდუსტრიებისთვის სპეციფიკური custom გადაწყვეტილებები და მუდმივად განახლებადი ანალიტიკა, რითაც თვალს ვადევნებთ ახალ საფრთხეებსა თუ გამოწვევებს.
სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა არის ერთ-ერთი, რაზეც აგებულია ჩვენი რეპუტაცია, რომლის ანარეკლიცაა CASE Golden Seal სერტიფიცირება, საერთაშორისო აღიარება, სხვადასხვა ჯილდო და ათასობით პროფესიონალი, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ჩვენი ექსპერტიზით. როდესაც ირჩევთ CASE-ს, თქვენ ხდებით პარტნიორი ორგანიზაციის, რომელიც აერთიანებს განათლებას, უსაფრთხოებას, ინოვაციებსა და კავშირებს თქვენი წარმატებისთვის ძალზედ დინამიურ ციფრულ სამყაროში.