შეერთებული შტატების საბაჟოსა და საზღვრის დაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მექსიკური კარტელები აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ მნიშვნელოვანი პირების მოსაძებნად და ამოსაცნობად დრონებს იყენებენ, რაც ხელს უწყობს ნარკოტიკებისა და ადამიანების ტრეფიკინგს.
შეერთებული შტატების ჩრდილოეთ სარდლობის უმაღლესი მეთაურის, საჰაერო ძალების გენერალ გრეგორი მ. გილოტის თქმით, ყოველთვიურად დაახლოებით 1000-ზე მეტი უპილოტო საფრენი დრონი იჭრება აშშ-ში ქვეყნის სამხრეთ საზღვრიდან.
კითხვაზე, თუ რამდენი ხანი სჭირდებოდა ამ რაოდენობის დრონის შეჭრას სამხრეთ საზღვარზე, გილოტმა უპასუხა: ”მე ვიტყოდი, რომ დაახლოებით ერთი თვე. ყოველ თვე ჩვენ ათასობით [დრონს] ვაწყდებით.” იტყობინება პენტაგონი.
2023 წლის იანვარში ოფიციალურმა პირებმა მოიპოვეს დრონის მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ესვრიან კონტრაბანდისტები სასაზღვრო პატრულის აგენტებს ერთ-ერთი ობიექტის ჩხრეკისას, რომელიც გამოყენებული იქნა არალეგალური მიგრანტების დასამალად.
წყარო: New York Post