"დღეს, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს ობიექტებზე ერაყსა და სირიაში, რომლებსაც IRGC და მათთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან მსოფლიოში
მაგრამ ყველას, ვინც ჩვენთვის ზიანის მიყენებას ეცდება: ჩვენ ვუპასუხებთ." – წერს პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე
2 თებერვალს, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა საჰაერო თავდასხმების სერია ქუდსის (IRGC) ძალებსა და მათთან აფილირებულ შეიარაღებულ ჯგუფებზე ერაყსა და სირიაში.
შეტევებში გამოყენებული ამერიკული თვითმფრინავები მოიცავდნენ შორ-მანძილიან ბომბდამშენებს, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიიდან აფრინდნენ
საჰაერო თავდასხმები, რომელშიც გამოყენებული იქნა 125-ზე მეტი რაკეტა იყო პასუხი წინა თავდასხმებზე ამერიკულ ძალებზე, რომლებიც განხორციელებული იყო პრო-ირანული ძალების მიერ.
სამიზნე ობიექტები მოიცავda სამეთაურო-საკონტროლო ოპერაციულ ცენტრებს, სადაზვერვო ცენტრებს, რაკეტებს, უპილოტო საჰაერო ხომალდების (UAV) საწყობებს და IRGC-ის მიერ დაფინანსებული ძალების ლოგისტიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ქსელებს.
წყარო: Defcon Alerts