წითელი ზღვის შეტევების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენის ჰუსიტთა მოძრაობა გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ჯეი ბლინკენი აცხადებს. ხელშეკრულება ოფიციალურ ძალას გამოცხადებიდან 30-დღის შემდეგ იღებს, მის შუალედში კი აშშ-ს მთავრობა იემენთან დაკავშირებულ საერთაშორისო დახმარების მიმწოდებლებთან, მეწილეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებებით უზრუნველყოფენ, რომ ეს ნაბიჯი იემენის მშვიდობიან მოსახლეობას არ დააზარალებს - იუწყება სახელმწიფო მდივანი
"ანსარალაჰი [ჰუსიტთა მოძრაობა] გამოცხადებულ იქნა ტერორისტული აქტების განზრახ ჩადენის, მათი ჩადენის მნიშვნელოვანი რისკის ან ნ წვრთნებში მონაწილეობის მიღებისთვის რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ან მის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას ან ეკონომიას.“
განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივენი:
"მუდმივი მუქარებისა და შეტევის საპასუხოდ დღეს შეერთებული შტატები ანსარალაჰს, ასევე ცნობილ როგორც ჰუსიტებს, გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად“
ირანის-მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ წითელი ზღვის მასშტაბით საერთაშორისო სავაჭრო ხაზებზე თავდასხმების საპასუხოდ, აშშ-ს ძალები ანხორციელებენ იემენის მიმართულებით სარაკეტო შეტევებს, უახლეს შეტევაში ამერიკელებმა ჰუსიტთა ოთხი გემსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს, რომლებიც იემენის ჰუსიტთა-კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გასატყორცნად ემზადებოდა
ჰუსიტთა მოძრაობის გლობალურ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანას თეთრი სახლი მეორედ ანხორციელებს; ანსარალაჰი 4 წლის წინ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან აშშ-ს მთავრობის მიერ ამოღებულნი იქნენ.
წყარო: თეთრი სახლი