უკრაინის ნაციონალური პოლიციის კიბერდანაშაულთა სამმართველომ ევროპოლის თანამშომრლობით ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ მიკოლაივში დააკავა 29-წლის პიროვნება, რომელსაც ბრალი ედება $2 მილიონ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტის თაღლითურ მაინინგში
ბრალდებულის წინააღმდეგ სამხილების მოპოვების მიზნით ჩხრეკვითი ოპერაცია სამ სხვადასხვა სახლში ჩატარდა.
„კრიპტოჯეკინგი“ ქლაუდ-სერვერებზე განხორციელდა; რომლის მიხედვით დამნაშავეები დაშვების გარეშე, არალეგალურად ამყარებენ წვდომას კომპიუტერულ ქლაუდ ინფრასტრუქტურებთან და იყენებენ მათ შესაძლებლობებს კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად
კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად ქლაუდ-რესურსების ქურდობით კრიმინალები თავს არიდებენ სერვერების მომსახურეობისათვის განკუთვნილ გადასახადებს; რომლებიც ხშირად აღემატება კრიპტოვალუტის შემოსავლებს, ამის შედეგად გატეხილი სერვერის მფლობელებს უზარმაზარი სასერვისო გადასახადები დაეკისრათ ქლაუდ-სერვერების მიმართ.
წყარო: Europol