ავღანეთის ომში მონაწილე ქვეყნებიდან ცოტამ თუ შეიტანა ისეთი თავდაუზოგავი წვლილი როგორც საქართველომ. ქვეყნის მხარდაჭერა იყო ურყევი, ისევე როგორც ჯარისკაცების, ინსტრუქტორებისა და თანაშემწეების და მსხვერპლი და ქმედებები. ნატომ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და საქართველოს ჰქონდა პრიორიტეტი დიდი კავკასიის რეგიონში შემავალ ქვეყნებს შორის. თუმცა, ამის შემდეგ გასული წლების მანძილზე საქართეველოსთვის ნამდვილად არ იყო სახარბიელო სიტუაცია, განსაკუთრებით მისი იმიჯის მიმართ ალიანსში და რეალურად მის გაცხადებულ მიზნებში.
შეიძლება ითქვას, რომ ამის მრავალი მიზეზი არსებობს. 2019 წლიდან საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, ან მისი მოადგილის ვიზიტი არ შემდგარა. ასევე მათ არ ჰქონიათ ვიზიტი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში და არც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ყოველწლიური ფორუმი გაუმართავთ. ამავდროულად თავდაცვის ხარჯები შემცირდა 10%-დან თითქმის 1.7%-მდე.
რაც ყველაზე შემაშფოთებელია საქართველომ ოფიციალურად უარი თქვა უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარებაზე. სამაგიეროდ მათ აირჩიეს რბილი გზა ნატოს ინტერესებსა და რეგიონულ უსაფრთხოებას შორის და დაიჭირეს ხელსაყრელი პოზიცია რუსეთთან. აღდგა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. ამით ისინი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ მტერს, რუსეთს აძლევენ საშუალებას უფრო ადვილად აირიდონ სანქციები.
მაგრამ ალბათ ყველაზე დამაზიანებელი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მიმდინარე წლის მაისში, ბრატისლავაში გამართულ GLOBSEC-ის ფორუმზე, სადაც მან ნატო დაადანაშაულა უკრაინის ომში. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, ეს იყო უნებლიე შეცდომა. ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები შეიძლება სხვაგვარად მიუთითებდეს. ერთი წლით ადრე 2022 წელს ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა განაცხადა რომ საქართველოს ადგილი ნატოში არ იყო, სანამ მათი ტერიტორიული დავები არ მოგვარდებოდა.
თუმცა ეს ეწინააღმდეგება ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკის მთავარ ხაზს და განცხადებებს. ქართველმა ანალიტიკოსებმა და პოლიტიკოსებმა ერთნაირად დაგმეს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, თუმცა მისი პოლიტიკური მანევრები მხოლოდ ამ განცხადებებით არ შემოიფარგლება. 2022 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არც პრემიერ-მინისტრის, არც პრეზიდენტის და მთავარსარდლის გამოსვლაში ნატო არ იყო ნახსენები. მათ ასევე არ უსაუბრიათ ნატო-საქართველოს ერთობლივ მისწრაფებებზე.
იმის თქმა, რომ ეს იყო მიზანმიმართული უგულებელყოფა, რთული დასამტკიცებელი იქნებოდა. მაგრამ ამავდროულად, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქმედებებისა და სიტყვების მიღმა არ იდგა განზრახვა ან მათი ნაკლებობა, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის დასავლური განცხადებების. მან გააკრიტიკა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განახლება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის აშკარა ნაკლებ ცოდნას სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვაზე.
თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია, განხორციელდება თუ არა ავტორიტარიზმის ჩექმის ქვეშ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ოცნებები და მისწრაფებები. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს ქართულ პოლიტიკაში და ადვილია პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ქმედებების უარყოფა პარტიული ხაზით. ამ ისტორიაში უფრო მეტია, ვიდრე შემთხვევითი დაკვირვებით ჩანს.