2024 წლის 31 იანვრიდან, NATO-ს ძალები ტრანს-ატლანტურ რეგიონებზე Steadfast Defender 2024 წვრთნებს დაიწყებს
წვრთნებში ჩართული იქნება ალიანსის 31-ვე ქვეყნის ძალები. სამხედრო წვრთნები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება იქნება ცივი ომის დასრულების შემდეგ
"ალიანსი გამოავლენს თავის უნარს გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილების გზით."
აშშ-ს EUCOM-ის მეთაურმა კრისტოფერ კავოლიმ ხაზგასმით აღნიშნა რომ რუსეთმა გაზარდა სამხედრო ხარჯები უკრაინაში მისი სამხედრო მოქმედებების ფონზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. მან აღნიშნა, რომ NATO-ს ძალების სამხედრო ხარჯების გაზრდა მოკლე პერიოდში უნდა მოხდეს, რადგან ევროპელი მოკავშირეები სამხედრო აღჭურვილობით და საბრძოლო მასალით ამარაგებენ ასევე უკრაინას.
წყარო: NATO