16 იანვრის შუაღამეს ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა ბალისტიკური რაკეტებით ერაყისა და სირიის ქურთულ რეგიონებში იერიში მიიტანა:
• ISIS-ის სამეთაურო პოსტებზე სირიაში
• აშშ-ს საკონსულოზე ერბილში, ერაყში
• მოსადის საჯაშუშო შტაბზე ერბილთან ახლოს, ასევე ერაყში
სარაკეტო შეტევების მსვერპლთა შორის აღმოჩნდა ქურთი ბიზნესმენი პეშრავ დიზაიზე და მისი ოჯახი.
ამერიკული წყაროების მიხედვით, ირანმა დაბომბვა პირდაპირ, თავისი ტერიტორიიდან განახორციელა.
სარაკეტო შეტევების მიზეზად სახელდება 3 იანვარს მომხდარი ტერაქტი, რომელსაც 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და რომელიც განხორციელდა ირანის ქალაქ კერმანში, სადაც გენერალ ქასიმ სოლეიმანის საფლავზე, მისი გარდაცვალების სამი წლისთავის თაობაზე თავი მოიყარა გენერლის ოჯახის წევრებმა ირანის სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად.
იმის მიუხედავად რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ISIS-K-მ (ისლამური სახელმწიფოს ხორაშანის რეგიონი), ირანული უწყებები შეტევებს იმით ხსნიან, რომ IS-სთან მოსადი და აშშ თანამშრომლობდა ტერაქტის განსახორციელებლად.
წყარო: Forbes