22 წლის მამუკა გაწერელიას რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურის ინფორმაციით ბრძოლისას სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობისთვის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტულმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
"მან ცეცხლი გაუხსნა ოთხ რუს სამხედროს მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში, მათგან სამი დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა მოახერხა."
აზოვსტალში ბრძოლისას, უკრაინის ჯარების ბოლო პოზიციაზე ალყაში მოქცეულ მარიუპოლის ქალაქში მამუკა ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.
"ჩუმად მელაპარაკებოდა. იქ ტელეფონის [გამოყენების] უფლებას არ აძლევდნენ და არ ვიცი როგორ მოახერხა... ეს მითხრა, ქართველებზე ყველაფერი იციანო. იგულისხმა ალბათ ის, რომ ვინ არის წასული ომში, ვინ არის ტყვედ. ქართველ მებრძოლებზე ყველანაირი ინფორმაცია აქვთო. მოპყრობაზე შევეკითხე, დედა გირტყამენ-მეთქი? და ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვსო. აწამებდნენ, რა თქმა უნდა და ზეწოლის ქვეშ იქნებოდა." - ამბობს მებრძოლის დედა ინტერვიუში