თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის თქმით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც ისრაელი გააგრძელებს ოპერაციებს ჰეზბოლას წინააღმდეგ ჩრდილოეთ ისრაელზე ყოველდღიური თავდასხმების საპასუხოდ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას რამდენიმე ქსელზე მიიტანა იერიში, ტერორისტული ჯგუფი კი აგრძელებს თავდასხმებს ისრაელის ჩრდილოეთით.
„ჩვენ ვგეგმავთ ძალების გაზრდას ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომელიც ვერ პოულობს შემცვლელებს იმ მეთაურებისთვის, რომელთა ლიკვიდაციასაც ჩვენ ვახდენთ.“ - აცხადებს გალანტი.
8 ოქტომბრის შემდეგ, ჰეზბოლას მებრძოლები თითქმის ყოველდღე უტევენ ისრაელის დასახლებებსა და სამხედრო ობიექტებს. დაჯგუფება ამბობს, რომ ამას კონფლიქტის შუაგულში მყოფ ღაზას მხარდასაჭერად აკეთებს.
ჰეზბოლას თქმით, კვირას ისრაელის თავდასხმების შედეგად მისი ოთხი მებრძოლი დაიღუპა. დაჯგუფების მიერ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ღაზას ომის დაწყებიდან კი 214-მდე გაიზარდა.
წყარო: The Times of Israel