Sophos X-Ops-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კიბერკრიმინალები თავიანთ უკანონოდ მოპოვებულ შემოსავალს რეალურ ბიზნესებში აბანდებენ — მათ შორის ყავის მაღაზიებში, სამშენებლო კომპანიებში, უძრავ ქონებაში, განათლებასა და კიბერუსაფრთხოების სტარტაპებშიც კი.
კვლევა ეფუძნება ათასობით პოსტს რუსულ და ინგლისურენოვან ფორუმებზე, სადაც ისინი კრიპტოვალუტის გათეთრებისა და ფულის დაბანდების გზებზე საუბრობენ.
კრიპტო მოგება ხშირად გარდაიქმნება ოქროს, ბრილიანტების ან ოფშორული კომპანიების სახით.
ფორუმებზე იწერება დეტალური ინსტრუქციები ფულის გათეთრებაზე — ზოგიერთ შემთხვევაში, ნაღდი ფულის მიწაში დამარვაზეც კი.
ზოგიერთი კრიმინალი ქმნის ან აფინანსებს კიბერუსაფრთხოების კომპანიებს, რაც ქმნის „დამცველისა და დამნაშავის“ შერეულ რისკს.
ეს მიუთითებს დროულ მოგებაზე ორიენტირებული კიბერსაქმიანობიდან — უფრო სტაბილურ კრიმინალურ ბიზნესმოდელზე გადასვლაზე.
„ლეგალური“ ბიზნესების გამოყენება ართულებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას.
იზრდება ინსაიდერული საფრთხე, როცა კიბერკრიმინალები უსაფრთხოების კომპანიების მფლობელებად ან ინვესტორებად გვევლინებიან.
აუცილებელია მომწოდებლების გამჭვირვალობის, ფინანსური კონტროლის და შესაბამისობის მექანიზმების გაძლიერება.