რუსულ ძალებთან რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, უკრაინის სარდლობამ ბრძანა ძალების სრული ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქიდან.
უკრაინის სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ფეისბუქზე განაცხადა: "ავდიივკას ირგვლივ არსებული ოპერატიული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან აცილებისა და სამხედროების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, მე გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და დაცვა უფრო ხელსაყრელ ხაზებზე გადამეყვანა".
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, ავდიივკა მოსკოვისთვის ხელშესახები მოგებაა და იმის მანიშნებელია, რომ ომი პუტინის სასარგებლოდ იღებს გეზს.
ავდიივკის ფრონტი გახსნილია მას შემდეგ რაც პრო-რუსმა სეპარატისტებმა დონბასის რეგიონის დიდი ნაწილი, მათ შორის ახლომდებარე ქალაქი დონეცკი დაიკავეს 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების ფონზე.
"სიტუაციაში, როდესაც მტერი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრების ხარჯზე მოიწევს, ათი-ერთის უპირატესობით, მუდმივი დაბომბვის პირობებში, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ... [რუსული ჯარები] რიცხვობრივად მეტნი არიან პერსონალის, არტილერიისა და ავიაციის თვალსაზრისით." - დაამატა ოლექსანდრ ტარნავსკიმ, სამხრეთ უკრაინის ძალების მეთაურმა.
წყარო: CNN