უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია და თიბისი ბანკი სტუდენტებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას და მოხვდება აკადემიის ნებისმიერ სასწავლო პროგრამაზე ამიერიდან საშუალება ეძლევა ისარგებლოს საბანკო განვადებით სამი თვიდან ორ წლამდე ვადით. სასურველ ვადას მომხმარებელი თავად ირჩევს და აკადემიაში, ადგილზევე უფორმდება განაცხადი. პროცედურა 10-დან 15 წუთამდე გრძელდება და თანაც ისე, რომ პირი არ მისამართდება სხვა ლოკაციაზე.
„CASE-ის კურსებზე ინტერესი ყოველდღიურად მატულობს, თუმცა ყველა მსურველს განსხვავებული ფინანსური მდგომარეობა აქვს და რიგ შემთხვევებში თანხის წინასწარ გადახდის პირობის გამო ზოგიერთი სტუდენტი აკადემიის გარეთ რჩებოდა. ჩვენი მისია უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი კურსები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველასთვის.“
მარიკა რამიშვილი
საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი
აკადემიაში უკვე ამოქმედებულია ნულ პროცენტიანი განვადების სისტემა და კონსულტანტები მზად არიან დაეხმარონ დაინტერესებულ პირებს სრული ინფორმაციით როგორც ელ-ფოსტით, ისე ლაივ ჩეთით, ტელეფონით ან ადგილზე ფილიალში.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია ინტენსიურად მუშაობს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინოვაცია შეიტანოს უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარების საქმეში და რაც მთავარია მაქსიმალურად მეტ ადამიანს მისცეს ხარისხიანი ცოდნის მიღების საშუალება. პროფესიებს, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი უკვე წარმატებით დაეუფლა ასეულობით სპეციალისტი როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან და აკადემია კვლავ გააგრძელებს მათ კარიერულ მხარდაჭერას.