დღეს, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტებისთვის ანტიტერორიზმის შესახებ საჯარო ლექცია გამართა. ლექციას უძღვებოდა აკადემიის ინსტრუქტორი ანტიტერორიზმისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიორგი რობაქიძე. ღონისძიება საკმაოდ ინტენსიური იყო კითხვებისა და დისკუსიის ნაწილში. მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს კარიერულ დაგეგმარებაზე და ასევე ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლი ეკავა საქართველოს წინაშე მდგარ ტერორისტულ საფრთხეებს.