2023 წლის 19 ნოემბერს Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2023 ჩატარდა.
სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იყო ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორი დაესწრო 15-მდე ქართველი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც საუბრობდნენ:
● ციფრულ მარკეტინგზე
● ელექტრონულ კომერციაზე
● ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე
● ბრენდ დიზაინზე
● კონტენტ მარკეტინგსა და
● ინფლუენსერ მარკეტინგზე.
გამომსვლელებს შორის იყვნენ Ad Summit-ის დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ელენე ბიბილეიშვილი, ალექსანდრე ჩომახიძე, გიგი კურტანიძე. Სპიკერთა გრძელი სია კი აერთიანებდა ციფრული სფეროების წამყვან ექსპერტებს: გივი ჩხარტიშვილი, შოთა ჩინჩალაძე, გიორგი ქუცა რუხაძე, ვეკო თოხაძე, ირაკლი კიკორია, ირაკლი ქართველიშვილი, გიორგი ნაჭყებია, ირაკლი ლობჟანიძე, გიორგი ბერეჩიკიძე, ია დარახველიძე, გიორგი კორძახია, გუგა მეშვილდიშვილი.
ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და შექმნა ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელი პირველი ქართული პლატფორმა - Ad Summit.
Ad Summit-ის მთავარი კონცეფციაა შექმნას სივრცე, რომელიც შთაგონების და პროფესიული მიგნებების გაზიარების მედიუმი იქნება, ამიტომაც როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ხშირად მოეწყობა ღონისძიებები, ფესტივალები, ტრენინგები კონკურსები, ვორქშოპები და მასტერკლასები.
Ad Summit Tbilisi 2023 პლატფორმის პირველი ღონისძიება იყო, რომლის ფარგლებშიც პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება ჩატარდა. Ad Summit-ის გრძელვადიანი მიზანია არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ლოკაციების ათვისება და უცხოურ ბაზარზე გასვლა.
CASE როგორც ტექნოლოგიურ-საკონსულტაციო მრავალპროფილური კომპანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ციფრულ ტრანსფორმაციებსა და ციფრული პროდუქტების შექმნაში, Ad Summit-ის ოფიციალური მხარდამჭერია.
Ad Summit-ის მომდევნო ღონისძიება 2024 წელს კვლავ CASE-ის პარტნიორობით ჩატარდება.