რეგისტრაცია დასრულდა !
ღონისძიება გაიმართება შაბათს, 17 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო მერიდიანში, 13:00-ზე. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა დაშვების მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია.
მასტერკლასს გამართავს "სიცრუის თეორიის" პროგრამის ავტორი, CASE-ის დამფუძნებელი, სხეულის ენისა და მოლაპარაკებების კურსის ინსტრუქტორი ლაშა პატარაია.
ცხოვრებაში ყველაფერი მოლაპარაკებაა. სამსახური, ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ბიზნესი, კარიერა… დღის განმავლობაში უამრავ მოლაპარაკებას გადიხართ განსხვავებულ ადამიანებთან. მოლაპარაკების ერთი ეპიზოდი ხშირად გადამწყვეტია სასურველი სამსახურის მისაღებად, ყველაზე მნიშნვნელოვანი პარტნიორის ან კლიენტის დასარწმუნებლად. ეს მთავარია უნარია, რომელსაც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ ასწავლიან. სწორედ ამიტომ CASE-ის პლატფორმაზე შემუშავდა უნიკალური პროგრამა, რომელიც ათასობით კურსდამთავრებულს ითვლის. სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 14 წლიანი გამოცდილებით CASE-ი წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ, საავტორო მასტერკლასს, "სიცრუის თეორიის" ყველაზე პოპულარულ საკითხებზე: