მთელს მსოფლიოსა და საქართველოშიც მომხმარებლები ტოვებენ WhatsApp-ის პლატფორმას, მას შემდეგ რაც ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა მომხმარებლებს აპლიკაციის მიტოვებისა და „სიგნალზე“ გადასვლისაკენ მოუწოდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაცული მესენჯერია.
7 იანვარს მომხმარებლების იმგვარი ნაკადი გაჩნდა, რომ Signal-ის რეგისტრაციის სისტემა ცოტა ხნით მწყობრიდანაც კი გამოვიდა.
ილონ მასკს ასევე შეურთდა მის მოწოდებაში ედვარდ სნოუდენი, CIA-ის ყოფილი ანალიტიკოსი და ჰაკერი, რომელიც საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ახლა მიმალვაშია.
ეს ყოველივე კი Facebook-მა გამოიწვია, რომელიც ახლა უკვე WhatsApp-ის მფლობელი გახდა და შეცვალა კონფიდენციალობის პოლიტიკა.
ამ სტატიაში გვსურს გაგაცნოთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი უშუალოდ თქვენთვის და რომელ აპლიკაციას ანდოთ თქვენი კომუნიკაციის უსაფრთხოება.
Facebook-ი ცნობილია თავისი „მადით“ მომხმარებლის მონაცემებთან მიმართებაში. იგი გამუდმებით ცდილობს გამოიგონოს ახალი მეთოდები ადამიანებზე ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავებისათვის. ბოლო პერიოდში არაერთი სკანდალიც მოხდა მონაცემების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს კომპანია პირდაპირ არის დაინტერესებული თქვენი მონაცემებით, რადგან მისი ბიზნესიც სწორედ მონაცემთა დამუშავება და მათი მეშვეობით სარეკლამო სერვისის გაყიდვაა. პრაქტიკულად, მთელს თქვენ კომფორტს თქვენივე მონაცემების ფასად ყიდულობთ. ახლა უკვე WhatsApp-ის მეშვეობით Facebook-ს თქვენი უფრო „უკეთ გაცნობის“ მეტი შესაძლებლობა.
უნდა ვენდოთ თუ არა „ტელეგრამს“?
თუ თქვენ WhatsApp-ს უსაფრთხოების გამო ტოვებთ და ამ მოტივით გადადიხართ „ტელეგრამზე“, მაშინ ცდებით!
ტელეგრამი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მოძრაობების მიერ, რამაც დიდი ყურადღება მიიქცია. მართალია ის თქვენ შესახებ უფრო ნაკლებ მონაცემებს აგროვებს ვიდრე WhatsApp-ი ან Facebook-ი, მაგრამ ორმხრივი შიფრაციის რეჟიმი მას არ გააჩნია, გარდა იმ შემთხვევისა თუ მომხმარებლები „საიდუმლო მესიჯების“ რეჟიმს იყენებენ, რაც იშვიათია და ისიც აგროვებს თქვენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.
უნდა გადახვიდეთ თუ არა Signal-ზე, რამდენად დაცულია?
„სიგნალი“ შედარებით ნაკლებად გავრცელებული აპლიკაციაა, რომლის დამფუძნებლებმაც ანონიმურობის გარანტიით, გრანტებით და დაფინანსებებით შექმნეს და პირობა დადეს, რომ არასოდეს მიყიდიან თავიანთ აპლიკაციას სხვა კომპანიას.
სხვა აპლიკაციების მსგავსად კომუნიკაციისთვის იგიც ინტერნეტს იყენებს და ზოგადად ინტერნეტ კომუნიკაციამ გახადა მესენჯერებიც პოპულარული, რადგან სტანდარტულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან (sms) შედარებით ისინი უფრო დაცულია.
ეს აპლიკაცია კომუნიკაციის ყველა პოპულარულ ფუნქციას ფლობს, მაგრამ ასევე გამოირჩევა ორმხრივი შიფრაციით და არ გააჩნია კავშირი მონაცემთა შემგროვებელ მანქანებთან. შესაბამისად, იგი თითქმის არანაირ ინფორმაციას არ აგროვებს თქვენ შესახებ.
WhatsApp, Signal თუ Telegram?
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ დღევანდელ რეალობაში უსაფრთხოების 100%-იანი გარანტია არ არსებობს. თქვენი კომფორტი პირდაპირ დაკავშირებულია თქვენი მონაცემების ხელყოფასთან და ისინი ყოველდღიური სამიზნეა უამრავი მრავალ მილიარდიანი კორპორაციის. ცალკე აღებული ვერც-ერთი აპლიკაცია ვერ მოგცემთ უსაფრთხოებისა და ანონომურობის გარანტიას, ამისათვის კიდევ სხვა პირობები უნდა შეასრულოთ, როგორიცაა ნომრის დამალვა, VPN კავშირი, მობილური მოწყობილობის სათანადოდ დაცვა და კიბერ უსაფრთხოებაში სულ მცირე საბაზო დონეზე გარკვევა. თუმცა, თუ კითხვა მხოლოდ იმაშია ამ აპლიკაციებიდან, რომელი უფრო მეტად არის დაცული, მაშინ პასუხი თქვენთვის მოგვინდია. მსჯელობისათვის კი წარმოგიდგენთ მონაცემებს თუ რომელი აპლიკაცია რა ინფორმაციას აგროვებს თქვენ შესახებ.
ლაშა პატარაია
კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის: