ლაშქრობა, ერთ -ერთი საუკეთესო საშუალება შენი განტვირთვისა ფიზიკური კონდიციების ამაღლებისათვის, აღმოაჩინო შენთვის ახალი , უცნობი ადგილები, ისიამოვნო ულამაზესი ბუნებით , შეიგრძნო შენთვის საინტერესო და ახალი თავგადასავლები. მაგრამ ყველაფერი მითუფრო ბუნებაში გასვლა შეიცავს რისკებს, რომელიც უნდა შეამცირო რათა თავი აარიდო გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ან მინიმუმ მზად იყო გამოწვევებისათვის.
დაგეგმისათვის გასათვალისწინებელია 7 ოქროს წესი.
1. ფსიქოლოგიური მდგრადობა და სურვილი.
მზად იყავი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სირთულისათვის რომელიც შეიძლება თავს გადაგხდეს.
2. აირჩიე რეგიონი და ადგილმდებარეობა
დღეს ნებისმიერ რეგიონზე და განსაზღვრული ადგიმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ძალიან მარტივად მოიპოვება. მაქსიმალურად მოიძიე ინფორმაცია რეგიონის შესახებ, მოსახლეობის რაოდენობის, რელიგიის ადგილბრივი კულტურისა და ადათწესის შესახებ. დააფიქსირე ადგილობრივი ან უახლოესი სამედიცინო პუნქტი, რეგიონის პოლიციის და სამაშველო სამსახურის ლოკაციები. მოიძიე ადგილობრივ რეგიონში გარეული ცხოველებისა და გავრცელებული ქვეწარმავლების შესახებ ინფრომაცია.
3. განსაზღვრე მარშრუტი
არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომელიც გათვლილია ლაშქრობის მარშრუტის სწორედ დაგეგმარებისათვის. ძალიან კარგია თუ მოიპოვებ მოცემული ადგილმდებარეობის რუკას მაქსიმუმ 50 000 მასშტაბით. დახაზე მარშრუტი რუკაზე დაიტანე ინფორმაცია მასზე. ინფორმაცია მარშრუტის გავლისას გზის ხარისხობრიობა, სეზონურობა, (იგულისხმება პირველი, მეორე ხარისხოვანი გზები) დაბრკოლებები, განსაზღვრე და შემოხაზე მეწყერ საშიში ზონები, (ჰიდროგრაფია, რელიეფის: შეუზღუდავი შეზღუდული და მკაცრად შეზღუდული)
4. განსაზღვრე დრო
რამდენი ხნის განმავლობაში აპირებ ყოფნას ლაშქრობაში. სად იქნება საწყისი შუალედური შესვენების პუნტები და სად იქნება საბოლოო დასვენების წერტილი. საშუალოდ მიახლოებით 4-6 კმ./სთ სიჩქარით მოგიხდება მარშრუტზე სიარული. გამოითვალე და განსაზღვრე დრო. პირველი 45 წუთი სიარულის შემდეგ შეისვენე 15 წუთი. ამის შემდგომ ყოველ 50 წუთში შეისვენე 10 წუთი. მკაცრად გააკონტროლე დრო.
5. განსაზღვრე აღჭურვილობა
სწორად შერჩეულ აღჭურვილობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სალაშქრო აღჭურვილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის რაც საკმაო თანხას მოითხოვს, მაგრამ გამოიყენე ის რაც გაქვს. უბრალოდ შეაგროვე ყველაზე მნიშნელოვანი.
6. წყალი/კვება
წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. მიიღე მინიმუმ 3-5 ლიტრი წყალი მარშრუტის გავლის პროცესში.
მაღალკალორიული და მსუბუქი საკვები. საკვების სახეობა დამოკიდებულია იმ ადგილმდებარეობასთან სადაც აპირებ ლაშქრობას. საკვების ძირითადი მოთხოვნებია: მაღალი კალორიული შემცველობა, მასში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სწორი თანაფარდობა, მარილები და ვიტამინები, ასევე კარგი ხარისხის პროდუქტები. მაგალითად: ცივ სეზონში და მუდმივ ცივ ადგილებში ბევრი ენერგია იხარჯება სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად ოპტიმალური თანაფარდობაა 1: 2: 3 ან 1: 3: 4. რთულ პირობებში, როდესაც ორგანიზმი ფიზიკურად იტვირთება, როდესაც ყოველდღიურად კლიმატური პირობები იცვლება წნევის, სიმაღლის ცვალებადობისას სხეულს მეტი ნახშირწყლების რაოდენობა სჭირდება. მთებში, არ არის საკმარისი ჟანგბადი ჰაერში, ასევე შენს ორგანიზმზე იმოქმედებს სხვა გარემო ფაქტორები, სხეულმა უნდა შეძლოს ადაპტაცია, კერძოდ, მთებში, იცვლება სისხლის შემადგენლობა, ასე რომ სხეულს სჭირდება მეტი ნახშირწყლები და ნაკლები ცხიმები. საკვებში ოპტიმალური კომპონენტების თანაფარდობა უნდა იყოს 1: 0.7: 4 ან 1: 0.7: 5.
7. ლაშქრობის ინფორმირება მეგობარს
გააცანი შენი ლაშქრობის დეტალები მინიმუმ ორ ადამიანს, და დაუტოვე ყველა საჭირო ინფორმაცია მათ.
ავტორი: გიორგი ქავთარაძე
CASE-ის ინსტრუქტორი სამხედრო მომზადების მიმართულებით
თემატური კურსი: სამხედრო საბაზო მომზადების პროგრამა TFTMS