TFTMS სამხედრო მომზადება

რეალური მომზადება, რეალური შედეგებისთვის!

GOLDEN SEAL სერტიფიკატის პროგრამა

 ღირებულება: 950₾

 დაწყების თარიღი: 18 ივნ 2022

 დასრულების თარიღი: 1 თვე

 დღეები: ყოველ შაბათ-კვირას (სრულად)

 საათები: 60 საათიანი მომზადება

 ლოკაცია: კონფიდენციალურია

* უპროცენტო განვადება

კურსზე რეგისტრაცია

გაზიარება

ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიის მიუხედავად, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სურს შეძლოს საკუთარი თავისა და ძვირფასი ადამიანების დაცვა ყველაზე კრიტიკულ დროს CASE-ის აძლევს შანსს გაიაროს რეალური სამხედრო საბაზო მომზადება. კურსს უხელმძღვანელებს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გამორჩეული ოფიცერი, კაპიტანი გიორგი ქავთარაძე. ერთ თვიან მომზადებას შერჩეული კანდიდატები გაივლიან დაბალანსებული განრიგით, სამსახურებრივ და სწავლის გრაფიკთან თავსებადობით. კურსის ლოკაცია და სხვადასხვა დეტალი ცნობილი გახდება მხოლოდ შერჩეული კურსანტებისთვის. კურსანტები შეირჩევიან აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე. ხოლო წარმატებულ აპლიკანტებს შესაბამის ლოკაციაზე ჩაუტარდებათ პირველადი ინსტრუქტაჟი, რომლის შემდეგაც დაიწყება სპეციალური მომზადება. კურსი მოიცავს თეორიულ ინსტრუქტაჟებსაც, თუმცა მეტწილად დატვირთულია საველე, პრაქტიკული კომპონენტებით და მაქსიმალურად მიახლოებულია დასავლურ სტანდარტებთან.

საბაზო სამხედრო მომზადება არამხოლოდ განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს მოგცემთ, არამედ ახალ თვისებებს შემატებს თქვენს ხასიათს, დისციპლინას, მეტ სიმტკიცესა და თავდაჯერბულობას, თვისებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალ საფეხურზე აიყვანოთ თქვენი ცხოვრება, განსაკუთრებით მათ ვისაც მენეჯერულ პოზიციებსა და ლიდერულ როლებზე გსურთ კარიერის განვითარება.

კურსის საკითხები

  1. სამხედრო ტოპოგრაფია
  2. საცეცხლე მომზადება
  3. ტაქტიკა
  4. თვითგადარჩენა
  5. პირველადი სამედიცინო დახმარება
  6. სხვა პრაქტიკული უნარები

იხ. სრულად

ვინ მიიღება CASE/TFTMS კურსზე?

18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია ნასამართლეობა, არ უჩივის ფიზიკურ კონდიციას, ჯანმრთელობის მდგომარეობას და წარმატებით გაივლის ორ ეტაპიან შერჩევას. პირველ ეტაპზე ყურადღებით შევისწავლით თქვენს აპლიკაციას, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს შევხვდებით გასაუბრებაზე. კურსანტების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაციის თარიღს შერჩეულ აპლიკანტებში მიენიჭება პრიორიტეტი.

კაპიტანი გიორგი ქავთარაძე
კურსის ინსტრუქტორი / სპეციალური ოპერაციების ძალების მოქმედი ოფიცერი

აქვს 11 წლიანი სამხედრო გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა სამეთაურო პოზიციებზე. მიღებული აქვს აშშ ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალური მომზადების პროგრამა. დამთავრებული აქვს აშშ არმიის სამხედრო დაზვერვის სკოლის სპეციალური მომზადების პროგრამა. საქართველოსა და ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული სამხედრო განათლების/სპეციალური მომზადების პროგრამები. მსახურობდა სხვადასხვა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. იხილეთ ვრცლად...

სერტიფიცირება

CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.

რეგისტრაცია ვრცლად

CASE-ის შესახებ

CASE-ელები

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!