• contact@globalcase.org
  • +995322476006
English
  • ჩვენ შესახებჩვენ შესახებ
    • CASE-ის შესახებჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდიour-team
    • CASE ანალიტიკაCASE ანალიტიკა
    • ნეთვორქინგი CASE-შინეთვორქინგი CASE-ში
    • კარიერა კარიერა
    • სერტიფიკაციაcertification
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • წარმატების ისტორიებიწარმატების ისტორიები
    • კონტაქტიGet in touch
  • ბლოგი
  • სერვისებისერვისები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • კორპორაციული ტრენინგებიკორპორაციული ტრენინგები
  • მთავარიLets start here
  • მედიამედია
    • მედია ჩვენ შესახებმედია ჩვენ შესახებ
    • სიახლეები
  • კურსებიcourses
  • რესურსები
    • კიბერ პოდკასტიკიბერ პოდკასტი
    • კვლევები და ანალიზი
    • ელექტრონული წიგნები
    • სტუდენტების ნამუშევრები
    • უსაფრთხოების ბრიფი
    • ხშირად დასმული კითხვებიხშირად დასმული კითხვები
logo
CASE

ელ-ფოსტა

contact@globalcase.org

მობ. ტელეფონი

+995322476006
  • ჩვენ შესახებჩვენ შესახებ
    • CASE-ის შესახებჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდიour-team
    • CASE ანალიტიკაCASE ანალიტიკა
    • ნეთვორქინგი CASE-შინეთვორქინგი CASE-ში
    • კარიერა კარიერა
    • სერტიფიკაციაcertification
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • წარმატების ისტორიებიწარმატების ისტორიები
    • კონტაქტიGet in touch
  • ბლოგი
  • სერვისებისერვისები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • კორპორაციული ტრენინგებიკორპორაციული ტრენინგები
  • მთავარიLets start here
  • მედიამედია
    • მედია ჩვენ შესახებმედია ჩვენ შესახებ
    • სიახლეები
  • კურსებიcourses
  • რესურსები
    • კიბერ პოდკასტიკიბერ პოდკასტი
    • კვლევები და ანალიზი
    • ელექტრონული წიგნები
    • სტუდენტების ნამუშევრები
    • უსაფრთხოების ბრიფი
    • ხშირად დასმული კითხვებიხშირად დასმული კითხვები

ჩვენი გუნდი

    მთავარიჩვენი გუნდი
    ნიკოლოზ ხატიაშვილი
images

ნიკოლოზ ხატიაშვილი

ინსტრუქტორი

ინსტრუქტორი დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით

CASE-ში ნიკოლოზ ხატიაშვილი 2017 წლიდან მოღვაწეობს ინსტრუქტორ-ანალიტიკოსის პოზიციაზე დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ნიკოლოზი არის მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური ლიდერობის პროგრამის კურსდამთავრებული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დემოკრატიული თაობის Generation Democracy -ის წევრი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის წევრია და აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი (EPAG) .

ნიკოლოზი 17 წელზე მეტია მუშაობს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, აქედან 6 წელი დიპლომატიურ სამსახურში. ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და სხვა ორგანიზაციებში. 2017 წლიდან ის საქართველოს პარლამენტში იკავებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობას. პარალელურად ის ეწევა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ასევე, არის 12 სტატიისა და კვლევის ავტორი და სპიკერის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი წლების განმავლობაში ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED), გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებას, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ადვოკატირებას.

ნიკოლოზი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი სადოქტორო კვლევის საგანს წარმოადგენს რუსეთის ბირთვული პოლიტიკა და მისი როლი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილს სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის, LUISS-ის უნივერსიტეტის, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის, ვენის დიპლომატიური აკადემიის, ეუთო/ოდირის, ევროპის კოლეჯის, ჰერტის სკოლის, ესტონეთის დიპლომატიური სკოლის, ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯის, ნატოს ობერამერგაუს სკოლის, ნატო-ს კოლეჯის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ფონდ ღია საზოგადოების, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, IDFI, რონდელის ფონდის და სხვა ორგანიზაციების სასწავლო პროგრამები.


footer_logo

უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებისთვის!

გამოიწერეთ სიახლეები

სერვისები

  • კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება
  • საბანკო უსაფრთხოების ოფიცერთა კურსი
  • შრომის უსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • პირველადი დახმარება

ბმულები

  • ხშირად დასმული კითხვები
  • სერვისები
  • კურსები
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები

კონტაქტი

  • +995 322 476 006
  • contact@globalcase.org
  • საქართველო, თბილისი, პეკინის გამზ. 30
  • მთავარი
  • ძირითადი კომპეტენციები
  • სერვისები
  • კურსები
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით