• contact@globalcase.org
  • +995322476006
English
  • ჩვენ შესახებჩვენ შესახებ
    • CASE-ის შესახებჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდიour-team
    • CASE ანალიტიკაCASE ანალიტიკა
    • ნეთვორქინგი CASE-შინეთვორქინგი CASE-ში
    • კარიერა კარიერა
    • სერტიფიკაციაcertification
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • წარმატების ისტორიებიწარმატების ისტორიები
    • კონტაქტიGet in touch
  • ბლოგი
  • სერვისებისერვისები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • კორპორაციული ტრენინგებიკორპორაციული ტრენინგები
  • მთავარიLets start here
  • მედიამედია
    • მედია ჩვენ შესახებმედია ჩვენ შესახებ
    • სიახლეები
  • კურსებიcourses
  • რესურსები
    • კიბერ პოდკასტიკიბერ პოდკასტი
    • კვლევები და ანალიზი
    • ელექტრონული წიგნები
    • სტუდენტების ნამუშევრები
    • უსაფრთხოების ბრიფი
    • ხშირად დასმული კითხვებიხშირად დასმული კითხვები
logo
CASE

ელ-ფოსტა

contact@globalcase.org

მობ. ტელეფონი

+995322476006
  • ჩვენ შესახებჩვენ შესახებ
    • CASE-ის შესახებჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდიour-team
    • CASE ანალიტიკაCASE ანალიტიკა
    • ნეთვორქინგი CASE-შინეთვორქინგი CASE-ში
    • კარიერა კარიერა
    • სერტიფიკაციაcertification
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • წარმატების ისტორიებიწარმატების ისტორიები
    • კონტაქტიGet in touch
  • ბლოგი
  • სერვისებისერვისები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • კორპორაციული ტრენინგებიკორპორაციული ტრენინგები
  • მთავარიLets start here
  • მედიამედია
    • მედია ჩვენ შესახებმედია ჩვენ შესახებ
    • სიახლეები
  • კურსებიcourses
  • რესურსები
    • კიბერ პოდკასტიკიბერ პოდკასტი
    • კვლევები და ანალიზი
    • ელექტრონული წიგნები
    • სტუდენტების ნამუშევრები
    • უსაფრთხოების ბრიფი
    • ხშირად დასმული კითხვებიხშირად დასმული კითხვები

სტუდენტის ნამუშევარი

    მთავარისტუდენტის ნამუშევარი
    ტერორისტული დაზვერვა
ტერორისტული დაზვერვა
კატეგორია:
სტუდენტების ნამუშევრები
განთავსებულია:
18 ნოე 2020

ტერორისტული დაზვერვა
თამილი ვეფხვების მაგალითზე
დაზვერვის მნიშვნელობის გააზრება თამილი ვეფხვების მიერ საწყის ეტაპზევე მოხდა და ისინი მუდმივად მის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. აღნიშნულ ბლოგში საუბარია, თუ როგორ ხდებოდა დაზვერვის განვითარება და მისი წარმატებულად გამოყენება ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.
სადაზვერვო საქმიანობის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ 24 საუკუნის წინ წერდა ცნობილი ჩინელი სამხედრო თეორეტიკოსი - სუნ ძი. მან თქვა : „არმია საიდუმლო ჯაშუშების გარეშე იგივეა, რაც ადამიანი, რომელსაც არა აქვს სმენა და მხედველობა.“ არმიის მსგავსად, იგივე შეიძლება ითქვას ტერორისტულ ორგანიზაციებზეც. თანამედროვე ეტაპზე მათ სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ის, თუ რამდენად ძლიერი სადაზვერვო შესაძლებლობები აქვთ. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ რიგ ტერორისტულ ორგანიზაციებს არანაკლები სიძლიერის სადაზვევო ფლანგები აქვთ, ვიდრე რომელიმე პატარა, ან საშუალო სიძლიერის სახელმწიფოს. განსახილველად ავიღოთ „თამილი ვეფხვები“ (LTTE), რომელიც თუმცაღა დღეისათვის აღარ არსებობს, 2009 წლის მაისში შრი-ლანკის არმიასთან დამარცხების შედეგად. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია LTTE-ს მაგალითის განხილვა, ვინაიდან ამ ორგანიზაციამ, თავის არსებობის დროს მოახერხა და სახელმწიფოს მსგავსი ერთეული ჩამოაყალიბა შრი-ლანკის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაწილებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „თამილმა ვეფხვებმა“ შექმნეს საკუთარი ავიაციაც კი (AIR TIGERS), რაც უპრეცედენტო რამ იყო ტერორისტული ორგანიზაციის მიერ.
„თამილი ვეფხვების“ დანაყოფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა „ვეფხვების ორგანიზაციის უსაფრთხოების დაზვერვის სამსახურს“ (TOSIS), რომელიც 1983 წელს დაარსდა, პოტუ ამანის მეთაურობით. 1993 წლამდე იგი იყო LTTE-ს ძირითადი სადაზვერვო სამსახური, თუმცა ამ წელს იგი ორ ნაწილად გაიყო და სამხედრო დაზვერვა ცალკე ფრთად ჩამოყალიბდა.
წევრთა შემდგომი გადმოცემებით, თამილების დაზვერვა უფრო მეტად ეყრდნობოდა ადამიანურ რესურსებს (ე.წ. Human Intelligence), ვიდრე ტექნიკურ-ელექტრონულს. შექმნის დღიდანვე თამილი ლიდერები ცდილობდნენ საკუთარი დაზვერვის სამსახური სულ უფრო და უფრო მიემსგავსებინათ ისეთი წამყვანი სპეც-სამსახურებისათვის, როგორიც იყო CIA, KGB, Mi 5 და Mi 6, სავაქი და ვევაქი, მოსადი და და შინ ბეტი, განსაკუთრებით კი პაკისტანის ISI.
1993 წელს, როგორც ითქვა, TESOS-ის გაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა ორი სამსახური: 1) „ეროვნული დაზვერვის სამსახური“ (NIS) და „სამხედრო დაზვერვის სამსახური“, რომლის მთავარი ფუნქცია შრი-ლანკის სამხედრო პოტენციალის შესახებ ცნობების შეგროვება იყო. ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახური, NIS-ც რამდენიმე დანაყოფისგან შედგებოდა: 1) ინფორმაციის მოპოვების დეპარტამენტი; 2) კვლევების დეპარტამენტი; 3) სპეც-ოპერაციების დივიზია; 4) წვრთვნისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი; 5) ადმინისტრაცია და არქივი.
როდესაც წარმატებული დაზვერვის სამსახურზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამავე დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძლიერ კონტრ-დაზვერვას. ამ მხრივაც გამოირჩეოდა LTTE. 1991 წელს რაჯივ განდის მკვლელობის შემდეგ, ინდოეთის სპეც-სამსახურმა (RAW) სამხრეთ ინდოეთის ციხეებიდან გაათავისუფლა ბევრი ეთნიკურად თამილი პატიმარი, რათა მათი მეშვეობით შეეღწია LTTE-ს რიგებში. თუმცა, სცენარი სულ სხვა კუთხით განვითარდა, „თამილმა ვეფხვება“ მოახერხეს ბევრი მათგანის გამოაშკარავება და სიკვდილით დასაჯეს ისინი, მნიშვნელოვანი ნაწილი კი გადაიბირეს და ინდოეთის დაზვერვაში დეზინფორმაცია იმდენად წარმატებით გაავრცელეს, რომ შეუძლებელი გახდა LTTE-ს მოქმედებების აღკვეთა.

ავტორი: პაპუნა ნოზაძე

footer_logo

უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებისთვის!

გამოიწერეთ სიახლეები

სერვისები

  • კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება
  • საბანკო უსაფრთხოების ოფიცერთა კურსი
  • შრომის უსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • პირველადი დახმარება

ბმულები

  • ხშირად დასმული კითხვები
  • სერვისები
  • კურსები
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები

კონტაქტი

  • +995 322 476 006
  • contact@globalcase.org
  • საქართველო, თბილისი, პეკინის გამზ. 30
  • მთავარი
  • ძირითადი კომპეტენციები
  • სერვისები
  • კურსები
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით