• contact@globalcase.org
  • +995322476006
English
  • ჩვენ შესახებჩვენ შესახებ
    • CASE-ის შესახებჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდიour-team
    • CASE ანალიტიკაCASE ანალიტიკა
    • ნეთვორქინგი CASE-შინეთვორქინგი CASE-ში
    • კარიერა კარიერა
    • სერტიფიკაციაcertification
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • წარმატების ისტორიებიწარმატების ისტორიები
    • კონტაქტიGet in touch
  • ბლოგი
  • სერვისებისერვისები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • კორპორაციული ტრენინგებიკორპორაციული ტრენინგები
  • მთავარიLets start here
  • მედიამედია
    • მედია ჩვენ შესახებმედია ჩვენ შესახებ
    • სიახლეები
  • კურსებიcourses
  • რესურსები
    • კიბერ პოდკასტიკიბერ პოდკასტი
    • კვლევები და ანალიზი
    • ელექტრონული წიგნები
    • სტუდენტების ნამუშევრები
    • უსაფრთხოების ბრიფი
    • ხშირად დასმული კითხვებიხშირად დასმული კითხვები
logo
CASE

ელ-ფოსტა

contact@globalcase.org

მობ. ტელეფონი

+995322476006
  • ჩვენ შესახებჩვენ შესახებ
    • CASE-ის შესახებჩვენ შესახებ
    • ჩვენი გუნდიour-team
    • CASE ანალიტიკაCASE ანალიტიკა
    • ნეთვორქინგი CASE-შინეთვორქინგი CASE-ში
    • კარიერა კარიერა
    • სერტიფიკაციაcertification
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • წარმატების ისტორიებიწარმატების ისტორიები
    • კონტაქტიGet in touch
  • ბლოგი
  • სერვისებისერვისები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • კიბერ უსაფრთხოებაკიბერ უსაფრთხოება
    • კორპორაციული ტრენინგებიკორპორაციული ტრენინგები
  • მთავარიLets start here
  • მედიამედია
    • მედია ჩვენ შესახებმედია ჩვენ შესახებ
    • სიახლეები
  • კურსებიcourses
  • რესურსები
    • კიბერ პოდკასტიკიბერ პოდკასტი
    • კვლევები და ანალიზი
    • ელექტრონული წიგნები
    • სტუდენტების ნამუშევრები
    • უსაფრთხოების ბრიფი
    • ხშირად დასმული კითხვებიხშირად დასმული კითხვები

სტუდენტის ნამუშევარი

    მთავარისტუდენტის ნამუშევარი
    უცხოელი მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს რიგებში
უცხოელი მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს რიგებში
კატეგორია:
სტუდენტების ნამუშევრები
განთავსებულია:
18 ნოე 2020

უცხოელი მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს რიგებში
რა მოტივები და მიზნები აქვთ უცხოელ მებრძოლებს? წინამდებარე ბლოგში საუბარია ისლამურ სახლემწიფოში უცხოელ მებრძოლებზე. იმაზე, თუ რა ფაქტორებითაა განპირობებული დაეშში მათი ასეთი მაღალი მაჩვენებელი.
ისლამური სახელმწიფო მოღვაწეობას იწყებს, როგორც ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის - „ალ-ქაედას“ განშტოება, სახელწოდებით „ალ-ქაედა ერაყში“ (AQI) 2004წ. მოგვიანებით ახდენს რებრენდინგს და საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის, როგორც - „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS, ISIL, Daesh). იდეების, მეთოდებისა და მიზნების განსხვავებიდან გამომდინარე, 2014 წელს „ისლამური სახელმწიფო“ საბოლოოდ გამოეყო „ალ-ქაედას“. აცხადებს ახალ „ისლამურ ხალიფატს“ და იწყებს მასშტაბურ ბრძოლას, არა მხოლოდ დასავლური იდეოლოგიის, არამედ, იწყებს გლობალურ ჯიჰადს მათ წინააღმდეგ, ვინც მის იდეოლოგიას არ იზიარებს.
„ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) არის სუნიტ ჯიჰადისტთა ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფება, რომელიც 2004 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
“ISIS”-ის დიდი ფინანსური წყაროები, რომლებიც, ძირითადად, გამოძალვით, ძარცვითა და ნავთობის შავ ბაზარზე გაყიდვითაა განპირობებული, აძლევს მას სამხედრო აქტიურობისა და ამავდროულად, საკუთარი იდეოლოგიის მასობრივად გავრცელების საშუალებას. იდეოლოგიის გავრცელება მოიცავს სოციალური მედიის გამოყენებას, მისი ეფექტურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ უზომოდ ზრდის დაჯგუფების მესიჯის წვდომის არეალს. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, მათი პროპაგანდისტული დახვეწილობა ჩამოსული უცხოელი მოხალისეების დამსახურებაა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად ერკვევიან.
უცხოელი მებრძოლები შეპყრობილნი არიან ფანატიზმით და ხშირ შემთხვევაში, საბრძოლო გამოცდილებაც აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი მნიშნვნელოვან როლს თამაშობენ „ისლამური სახელმწიფოს“ საბრძოლო მოქმედებებში. უცხოური მებრძოლების მოტივაცია შესაძლოა განპირობებული იყოს, როგორც რელიგიური, ისე - ეკონომიკური ფაქტორებით.
საუკუნეების განმავლობაში, უცხოელი მებრძოლები გამოყენებულნი იყვნენ, როგორც დაქირავებული სამხედრო დანაყოფები, ისინი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში აღემატებოდნენ დამქირავებლის ძირითად სამხედრო რესურსს. „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევა სწორედ ის გამონაკლისი სიტუაციაა, როდესაც უცხოელი მებრძოლები დომინანტ როლს თამაშობენ ორგანიზაციის საბრძოლო აქტივობებში. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მებრძოლები ინიშნებიან საველე მეთაურებად და მოსამართლეებად, ვინაიდან, “ISIS” წარმოიშვა ერაყში, ერაყული დაჯგუფების მიერ, დაჯგუფების მთავარი ხელმძღვანელობა და ორგანიზაციის „შურას საბჭო“ მთლიანად მხოლოდ ერაყელებისგან შედგება, მათ რიგებში არ არიან უცხოელები.
მატერიალური დაინტერესება შესაძლოა უშუალოდ პოტენციური უცხოელი მებრძოლის მდგომარეობამ, ან მის ქვეყანაში არსებულმა სოციალურმა ფონმა განაპირობოს. პიროვნების ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა, უიმედობის, არასამართლიანობის განცდა, ან მის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია ამ პიროვნებას მოწყვლადს ხდის, შესაბამისად, იგი პოტენციური მსხვერპლი ხდება პროპაგანდისტებისათვის.
მსოფლიოში მონოთეისტური რელიგიების გავრცელებიდან გამომდინარე, რელიგიით მოტივირებული მებრძოლები ყოველთვის არსებობდნენ. ამას დამატებით, უცხოელი მებრძოლების ქვეყნებში არსებული რელიგიური დისკრიმინაცია, არათანასწორობა, იდეოლოგიურად მარტივად გადასაბირებელს ხდის პიროვნებას.
2016 წლის 25 თებერვალს, მსოფლიო საფრთხეების შეფასებისას, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის - ჯეიმს კლეპერის განცხადებით, სირიასა და ერაყში წასული უცხოური მებრძოლების რიცხვი უპრეცენდენტოდ დიდია. მან აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული 120 ქვეყნიდან ხდებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგების შევსება, სულ 38.200 უცხოელი მებრძოლი, აქედან - 6.900 დასავლური ქვეყნებიდან. საბრძოლო მოქმედებებში გაწვრთნილი და გამოცდილი უცხოელი მებრძოლების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება ქმნის საშიშ ოპერატიულ საფრთხეს, სწორედ, ამ საფრთხის გამოვლინებად მოიხსენია ჯეიმს კლეპერმა პარიზის ტერორისტული აქტები.
სტატისტიკა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში უცხოელი მებრძოლების რაოდენობაზე ძალიან ცვალებადია, ვინაიდან, მათი რიცხვი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მატულობს. ეს შეშფოთების მიზეზს იძლევა და პრევენციული ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს.

ავტორი: ნიკა მასურაშვილი

footer_logo

უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებისთვის!

გამოიწერეთ სიახლეები

სერვისები

  • კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება
  • საბანკო უსაფრთხოების ოფიცერთა კურსი
  • შრომის უსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • პირველადი დახმარება

ბმულები

  • ხშირად დასმული კითხვები
  • სერვისები
  • კურსები
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები

კონტაქტი

  • +995 322 476 006
  • contact@globalcase.org
  • საქართველო, თბილისი, პეკინის გამზ. 30
  • მთავარი
  • ძირითადი კომპეტენციები
  • სერვისები
  • კურსები
  • ბლოგი
  • დაგვიკავშირდით