გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ სტატიაში განხილული გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების პატივისცემიდან გამომდინარე, CASE-მა მათ ვინაობებს არ ასახელებს. ეს არაფერს შეცვლის ეროვნულ ან რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში თუმცა საჯაროდ იდენტიფიცირების შემთხვევაში კი ეს ფაქტი შესაძლოა საზიანო ეფექტის შემცველი აღმოჩნდეს.
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც შედარებით ლიბერალური მთავრობებია, სამხედრო სამსახური განიხილება არასახარბიელო და, ზოგჯერ, აშკარა მტრულ ინსტიტუტად. თუმცა, ყველა განვითარებულ ქვეყქნაში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია და მთლიანი მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ აღნიშნონ სხვადასხვა ფაქტორები, რაც იწვევს მოხალისეთა მცირე რაოდენობას ჯარში გაწევრიანებას, რეალური მიზეზი ის არის, რომ მიღება ადვილი არ არის.
განვითარებულ ქვეყნებში სამხედრო სამსახური ფსიქიკურად და ფიზიკურად მომზადებას ითვალისწინებს. მათ, ვისაც მოეთხოვებათ საკუთხარი ქვეყნების დაცვას ემსახურონ, აუცილებლობად უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ სტანდარტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებენ შეხვდნენ და დაძლიონ კონფლიქტისა და ომის გამოწვევები.
თუმცა ხშირად ადგილი აქვს ისეთ შეუმჩნეველ საკითხებს და უსიამოვნო შემთხვევებს, რასაც ბევრ ქვეყანაში თავდაცვის დეპარტამენტები ეფექტურად ვერ მართავენ, როგორიცაა თვითმკვლელობა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, შინ დაბრუნებისას ვეტერანები თვეებს ატარებდნენ ერთად გემებზე. მათმა ერთად გატარებულმა დრომ გააძლიერა კავშირები და ის მეგობრობა, რაც მათ ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, რომლებიც შესაძლოა ომის შედეგად ჰქონოდათ.
მაგრამ თანამედროვე დროში, სამხედრო და ვეტერანთა ფსიქოლოგიის გაგების ძირეული მიღწევების მიუხედავად, PTSD-ის ახალ თერაპიებთან და მასთან დაკავშირებულ საბრძოლო საკითხებთან ერთად, ცოტას ესმის ან აინტერესებს, რას ნიშნავს სამხედრო სამსახურში თვითმკვლელობის საკითხი. უფრო განვითარებულ ქვეყნებში კი რიცხვები შოკისმომგვრელია - ამერიკაში ყოველდღიურად 22-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო თუ ვეტერანი იღუპება. მიუხედავად ამისა, აშშ-ში არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხის მოგვარებაზე, რადგან არავინ უნდა დაივიწყოს ისინი, ვინც მათი ქვეყნის დაცვას ემსახურება.
სამხედრო სამსახურში მყოფთა მოთხოვნებისა და მსხვერპლშეწირვის უგულებელყოფა ან მარგინალიზაცია ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს. ეს ყველაფერი ისე აშკარად არსად ჩანს, როგორც მორალის და საბრძოლო ეფექტურობის დაკარგვაში, რომელიც სწორედ თვითმკვლელობით სრულდება. გამონაკლისი არც საქართველოა.
ორ თვეზე ნაკლებ დროში ქართველი სამხედროების ორმა წევრმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 28 აპრილს მომხდარი თვითმკვლელობა დაადასტურა. ბოლო შემთხვევა კი, რომელიც 2023 წლის 8 ივნისს მოხდა, ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. სხროლის ხმის გაგონებისსას ადგილზე მისულმა მოწმეებმა ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს, ბრძოლის ნიშნების ან მისი პოსტის უნებართვო დარღვევის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის I ნაწილი ეხება თვითმკვლელობამდე მიყვანას, ბრალის წაყენებისთვის საჭირო მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია. მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანა გამონაკლისია, თუკი ადამიანი ვარაუდობს, რომ ერთი ადამიანი იწვევს მეორის თვითმკვლელობას.
მიუხედავად ამისა, სტანდარტები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ზოგადად გაცილებით დაბალია, ვიდრე სამხედრო პერსონალისთვის. ანალოგიურად, სამხედრო წევრების სტანდარტები, როგორც წესი, განსხვავდება მათი სამოქალაქო კოლეგებისგან. ამის გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუიციდის საკითხი პროაქტიულად განიხილება მოსახლეობის ყველა ფენისთვის, გარდა იმათგან, ვინც მსახურობდა სამხედრო სამსახურში.
თუ სამხედროებს შორის სუიციდის მაჩვენებელი საქართველოში ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. სამხედროების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია საზღვრების დაცვა ან ადგილობრივი და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი ერი ვერ გაუმკლავდება იმ საფრთხეებს, რომლებიც მუდმივად ვითარდება კავკასიის მთელ რეგიონში.
თუმცა, არსებობს ნაბიჯები. რომლის გადადგმაც შეგვიძლია ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისა და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომსახურე პერსონალისთვის დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მხარდასაჭერად, რომლებიც საქართველოს ეხმარებიან და ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან.
მიუხედავად იმისა, რომ CASE-ში ჩვენი ყურადღება გამახვილებულია უფრო ტრადიციულ საფრთხეებზე, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მკითხველს და პარტნიორებს განიხილონ რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ სამხედრო სამსახურის წევრების მხარდასაჭერად. იმის გამო, რომ სანამ მოგზაურობის დაწყებას მხოლოდ ერთი ნაბიჯი სჭირდება, ზოგჯერ არასწორი ნაბიჯით შეიძლება დასრულდეს. კავკასიის ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების აპარატს მრავალი მოძრავი ნაწილი აქვს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავიცვათ საფრთხეებისაგან, სადაც არ უნდა იყოს ისინი წარმოჩენილი.
აშშ-ს ვეტერანთა მხარდაჭერის ჯგუფი: PLATOON22