ბევრისთვის საბაზისო ცოდნის მიღება და სკოლის დამთავრება ერთგვარი რიტუალია, ხოლო საუნივერსიტეტო განათლება საბოლოო მიღწევა. თუმცა დღეს უკვე საგანმანათლებლო სისტემები ბევრად შორსაა წარსულში დასახული მიზნებისგან - ასწავლოს ბავშვებს ნამდვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება მომავალი ლიდერობისთვის.
ეს ოდესღაც წმინდა ინსტიტუტები იმ დონეზეა პოლიტიზებული და დაბინძურებული გარე გავლენებით, რომ რთულია მათი ამოცნობა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს თუ მთელი კავკასიის რეგიონისთვის არაა დამახასიათებელი, ის მაინც ცალსახად აისახება თითოეულ ჩვენგანზე და მთელ მსოფლიოზე. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას. თუმცა, მათ, ვისაც განათლების ან პოლიტიკის კარნახის გამოცდილება აქვს, იშვიათად არიან კარგად გათვითცნობიერებულნი არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებაში ან შემცირებაში. ისინი ხშირად უნებლიედ ქმნიან პრობლემებს, რომლებიც მოგვიანებით უკონტროლო ხდება. ამიტომ, სააზოგდოების უსაფრთხოებისთვის გვევალება დაჟინებით მოვითხოვოთ ამ საკითხზე დისკურსის დაწყება და განხილვა მანამ, სანამ მათ მიერ გამოწვეული ზიანი გამოუსწორებელი გახდება.
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) პარტნიორობით ცოტა ხნის წინ ჩაატარა კვლევა ,საქართველოში განათლების მდგომარეობის შესახებ. შედეგები შემაშფოთებელია, რამაც შეშფოთება გამოიწვია ფართო სადაზვერვო საზოგადოებაში, საქართველოსა და მთელი კავკასიის რეგიონის მომავალზე.
საქართველომ თითქმის ბოლო ადგილი დაიკავა საგანმანათლებლო კრიტერიუმების უმეტესობაში OECD-ის 79 წევრისა და პარტნიორთა შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განათლების სისტემა ბევრად ჩამორჩება პარტნიორ ქვეყნებს. მაგრამ როგორ დავიმკვიდროთ თავი, როგორც რეგიონალური ლიდერები, ვისკენაც ვისწრაფვით? ან რითი შეძლებს ჩვენი ქვეყანა წვლილი შეიტანოს უკეთესად განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში და ზოგადად განათლების სფეროში?
საქართველოს უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ჩვენი განათლების სისტემის წარუმატებლობით გამოწვეული პრობლემების გამოსასწორებლად. მიუხედავად იმისა, რომ ერები ითვლიან ეროვნული უსაფრთხოების ზომას ათწლეულებისა და თაობების განმავლობაში, დღევანდელი წარუმატებლობები განსაზღვრავს ხვალინდელ კატასტროფას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც განათლების სისტემა წარუმატებელი აქვს მსოფლიო ასპარეზზე, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელსაც აქვს ძლიერი და მნიშვნელოვანი პარტნიორობა, რომელიც ამ ხარვეზების გამოსწორებას შეუწყობდა ხელს.
ერთადერთი საკითხია, ასწავლის თუ არა დღევანდელი ერი თავის შვილებს ხვალინდელი საფრთხეების შესახვედრად.