მიმდინარე წლის 8 ივნისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (PAC) მე-12 სესიაზე შეიკრიბა. სხდომას ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მუდმივი დელეგაციები ესწრებოდნენ. სხდომას უძღვებოდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. ორივე მათგანმა გააკეთა განცხადებები, ისევე როგორც ბევრმა სხვა მომხსენებელმა.
დეპუტატ კალიურანდის თქმით, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტთან, დასამალი არ არის, რომ საკმაოდ დაძაბული და შეიძლება ითქვას ქაოტური ურთიერთობა იყო. მათ შორის, კითხვები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების შესახებ, პლიუს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება. კალიურანდმა აღნიშნა, რომ ქართველების 89% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას.
მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრიანას ჩამორჩება საკვანძო სფეროებში, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ყველა ჩართული მხარის დაღლილობას, რომლებიც მონაწილეობენ ან დაინტერესებულნი არიან ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობების წარმატებით და თქვა:
“ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ [საქართველოს] ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებისგან იმ მტკიცებების მოსმენით, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. მცდელობა, ჩავითრიოთ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტში.
ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვინდა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. არც ერთ თქვენს მეგობარს არ ჰქონია არც ერთხელ სურვილი, რომ სხვა ჩაეთრია სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი“.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მმართველი პარტიის წევრების საჯარო ქმედებებსა და ანტიდასავლური რიტორიკის შემცველ მიმართვებზე და სხვადასხვა ინსტანციები დაასახელა. სიტყვის დასასრულს კი თქვა: "ჩემი რჩევაა არ დაადანაშაულო სხვები. ჩაიხედე სარკეში და ნახე, უკეთესის რისი გაკეთება შეგიძლია."
მის კომენტარებს თანაბრად დიპლომატიური ტონით უპასუხა ევროპარლამენტარმა მაკა ბოჭორიშვილმა. თუმცა, მისი სიტყვები უფრო კონფრონტაციული იყო იმით, რომ საქართველოში განხეთქილების შექმნას ევროკავშირის ქების ნაკლებას უკავშირებენ.
მისი განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მეტი აღიარება, ვიდრე ნაკლოვანებების ხაზგასმა და გაუმჯობესების მოთხოვნა.
„ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს მთავრობამ და საზოგადოებამ, მაგრამ მარტო ვერაფერს მივაღწევთ, ნდობაზე დამყარებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარეშე, ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან“.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე სხვა მომხსენებლებმაც ისაუბრეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციის განხორციელებაში არსებული პროგრესი. სიტყვით გამომსვლელებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ.
გაკეთებული განცხადებების დროს ისმოდა კითხვები იმის შესახებ, რამდენად არასრული და ზედაპირულია რეალურად ქართული რეფორმები. ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არავინ ამბობს, რომ ცუდ საქმეს აკეთებ, ნიშნავს, თუა არ ეს რომ კარგ საქმეს აკეთებ?
თავისუფალი პრესის ლიკვიდაცია და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების დაშინება საქართველოს მმართველი პარტიის მიერ, სავარაუდოდ, განხორციელდა იმისთვის, რომ არავინ თქვას: „ცუდ საქმეს აკეთებ“. და ამის კონტექსტში, არის თუ არა ის პოზიტიური რეფორმები და ნაბიჯები, რომლებიც მართლაც მდგრადია? ან დახურულ ეკოსისტემაშია აშენებული?
თუ ცვლილებები განხორციელდა კონტროლირებად გარემოში, ისინი არამდგრადი იქნება, რადგან დამოუკიდებელი და დემოკრატიული საზოგადოების სირთულეებს მივატოვებთ. ამის ნათელი მაგალითია სტალინის მიერ საბჭოთა კავშირში განხორციელებული ცვლილებები. ქუჩაში უსახლკაროები და კრიმინალები არ იყვნენ და არც არავინ არაფერს უჩიოდა, რადგან ვინც ხმა ამოიღო, ყველა ციხეში აღმოჩნდა. თუმცა საშუალო მოქალაქემ არ იცოდა ამის შესახებ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ფიქრობდნენ, რომ სამყარო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, სრულყოფილი იყო და რატომ უნდა იწუწუნოს ვინმემ, „თუ ის ცუდი ადამიანები არ იყვნენ?“
ეს მაგალითები მოყვანილია არა იმიტომ, რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური პარტია საბჭოთა რეჟიმს შევადაროთ, არამედ იმისათვის, რომ ხაზგასმით აღინიშნოს ცნობილი მაგალითი იმისა, თუ რა ხდება რეფორმების გატარების დროს კონტროლირებად გარემოში. კონტროლის ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს და აქვს დამღუპველი გავლენა საზოგადოებაზე - რაც საბჭოთა კავშირის დაშლის ნაწილია. იგივე ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის და მისი მიზნების მნიშვნელოვანი, თუ არა სრული, მარცხი. ყოველივე ამის შემდეგ, გარემოს გაკონტროლება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ის ფლობს კონტროლირებად სივრცეში მყოფი ხალხის მედიას და ხმას.
მაგრამ არასდროს ყოფილა დრო, როცა უფრო მეტი ადამიანი იყო დაკავშირებული, ვიდრე დღეს. საქართველოც დაკავშირებულია და არა კონტროლირებადი სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ იყო და გრძელდება მცდელობები სხვადასხვა ძალების მიერ ქვეყანაში არსებული ინფორმაციის გასაკონტროლებლად, ისინი დიდწილად წარუმატებელი აღმოჩნდა. ინტელექტუალური დამკვირვებლები ცალსახად აცნობიერებენ მიკერძოებას საინფორმაციო გამოშვებებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს და ერთი ანგარიში შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს მეორესგან.
მაგრამ რეგიონული უსაფრთხოების საკითხი უფრო რთულია, ვიდრე მედია და ადგილობრივი პოლიტიკა. ის მოითხოვს მოვლენების წვრილად ფოკუსირებული ლინზებით და საკმარისად ფართო ლინზებით ყურებას, რომ მოიცავდეს უფრო დიდ საკითხებს, რომელთა შესახებაც ბევრმა შეიძლება არ იცის. მაგალითად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ, ხაზი გაუსვა ყველა ქართველისთვის მნშვნელოვან თემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა.
მან ისაუბრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დიდი ხნის თხოვნაზე ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამების ოპტიმალურად გადანაწილების თაობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების სტატუსთან მიმართებაში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტაზე, რომლებმაც არჩიეს აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი მუდმივად უგულებელყოფს ყველა ასეთ მოთხოვნას.
მოკლედ, ორივე მხარეს აქვს გარკვეული დანაშაული. იმის მტკიცება, რომელმა უფრო დიდი შეცდომა დაუშვა, უგულებელყოფს უფრო მნიშვნელოვან რეგიონულ უსაფრთხოების საკითხს. სანამ რუსეთი რჩება საფრთხედ დემოკრატიისთვის, საქართველოს პარტნიორებმა უნდა გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ რუსული გავლენით რეგიონისთვის მიყენებული ზიანი. რაც შეეხება დიპლომატიას, საქართველო სიამოვნებით უჭერს მხარს ჩვენს მოძმე ერებს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თუმცა, ჩვენ არ ვიცით ჩვენი გრძელვადიანი სტატუსი, როგორც მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს რუსეთმა განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიას.
რუსეთის ჩარევა მუდმივად ემუქრება ეროვნულ და რეგიონულ უსაფრთხოებას კავკასიის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საფრთხეების რაოდენობა შეიძლება მეტ-ნაკლებად დამოკიდებული იყოს მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, ფაქტი რჩება მათი მუდმივობის შესახებ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირი და საქართველო შეძლებენ გადალახონ უფსკრული რა არის და რა შეიძლება იყოს, საფრთხე უფრო ეფექტურად შერბილდება. მანამდე, შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები, დარჩება რეალურ საფრთხედ რეგიონში უსაფრთხოებისთვის