აზერბაიჯანსა და ირანს შორის მიმდინარე დაძაბულობის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გააფრთხილა თავისი მოქალაქეები ირანში მოგზაურობის შესახებ. CASE-მ ადრე მოგვაწოდა მოკლე ინფორმაცია, სადაც საუკეთესოდ იყო აღწერილი კონფლიქტის წარმოშობის ისტორია. თუმცა, ბოლო დღეებში საგრძნობლად შეიცვალა დავების ტონი და ხასიათი ირანსა და აზერბაიჯანს შორის.
აზერბაიჯანმა ესკალაციის ორი მნიშვნელოვანი წერტილი აღნიშნა. 2023 წლის 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით ირანში აზერბაიჯანის მოქალაქე ფარიდ საფარლი დააკავეს. მაგრამ ბ-ნი საფარლი იყო სტუდენტი, რომელიც გერმანიაში სწავლობდა და სამ თვეზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა. მხოლოდ ბოლო თვეში გახდა ცნობილი, რომ ირანმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. თუმცაღა, ირანის მიერ მოწოდებულმა კონკრეტულმა ბრალდებებმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე მათმა გაცემულმა პასუხებმა.
შემდეგ, 2023 წლის 3 ივნისს, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე 2023 წლის იანვრის ტერაქტის შესახებ დაისვა საკითხი. აღნიშნული თავდასხმისას დაიჭრა ორი მცველი და დაიღუპა საელჩოს დაცვის უფროსი. მოგვიანებით, აზერბაიჯანმა საელჩო დახურა. საელჩოს დახურვის შემდეგ ირანის მხრიდან არანაირი მნიშვნელოვანი ან გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგმულა. სიტყვები და გარანტიები იყო გაცემული, მაგრამ როგორც ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, ირანი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ის იშვიათად აღიარებს, სჯის ან ამხელს მსგავს ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ირანმა მათ არაერთხელ სთხოვა საელჩოს ხელახლა გახსნა. მაგრამ მან უარი განაცხადეს, რადგან აზერბაიჯანის მხარე მოითხოვს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელები სასამართლოს წინაშე წარდგნენ და მკაცრად იქნენ დაისჯილნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანში საქმიანი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ არსებობდა.
ირანის ოფიციალური პასუხი გავრცელდა Twitter-ზე, სადაც ნათქვამია, რომ "რამ უნდა შეაშინოს #აზერბაიჯანელი ხალხი’’ #სიონისტურირეჟიმი - არა ცივილიზებული და ისლამური ირანი" - აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობაზე ისრაელთან. თუმცა, მხოლოდ ისრაელი არ აწუხებს ირანს. არის სხვა უფრო აქტუალური შეშფოთება.
აღსანიშნავია აზერბაიჯანის მცდელობა, შექმნას დერეფანი სომხეთის გავლით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გადასასვლელი აზერბაიჯანის ანკლავს ნახჭევანში. ასეთ შემთხვევაში სომხეთს შეიძლება ხელი შეეშალოს ირანის საზღვარზე. მაგრამ ირანის კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი არის მისი გავლენის სწრაფად შემცირება მთელ მსოფლიოში. არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო დრო, როდესაც ირანს ჰქონდა სამხედრო და რელიგიური ძალა, რათა ებრძანა რეგიონის სხვა ერებისთვის ემოქმედათ მისი სურვილის მიხედვით. და არცერთ ამ ერს არ ჰქონდა ირანის წინააღმდეგ დგომის უნარი.
მაგრამ ეს დრო სწრაფად გადის და მალე ირანს, სავარაუდოდ, აღარ ექნება მნიშვნელოვანი ძალა, რომ გამოიყენოს სხვა ერზე. განსაკუთრებით კი აზერბაიჯანის სამხედრო სიძლიერის და სიმდიდრის მქონე მსგავს ქვეყანაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უხარია ირანის გავლენისა და ძალაუფლების მუდმივი შემცირების ხილვა, არ უნდა იყოს უგულებელყოფილი უსაფრთხოების საკითხები რეგიონში.
დიდი კავკასიის რეგიონი არასოდეს ყოფილა ასეთ საეჭვო მდგომარეობაში. და ამ სფეროში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ცენტრალურია საქართველო, რადგან არც ერთი არ დაკარგავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველო, თუ პოლიტიკა და ძალაუფლების ბრძოლა გადაინაცვლებს ქვეყნისთვის არასახარბიელო მიმართულებით.
ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. თუ რუსეთი საბჭოთა კავშირის მსგავსად დაიშლება, უკრაინა ჩაანაცვლებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. მეტიც, უკრაინის აღდგენის აუცილებლობა, რომელიც, სავარაუდოდ, ტრილიონ დოლარს შეადგენს საქართველოს დატოვებს დონორთა ფულის და რეაბილიტაციის ინტერესების გარეშე.
ამ ყევლაფერს ერთვის აზერბაიჯანსა და ირანს შორის მზარდი კონფლიქტი, რომელშიც სავარაუდოდ ჩაერთვება თურქეთი და მსოფლიო ძალები ყურადღებას საქართველოდან აზერბაიჯანზე გადაიტანენ. მაგრამ ამით არ სრულდება საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების მზარდი სიის რისკები.
მას შემდეგ, რაც ასიათასობით რუსმა, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს, აქვთ სახლი დასაბრუნებლად ან სადმე, სადაც კონფლიქტის ზონა არ არის, ისინი დატოვებენ საქართველოს. ეკონომიკა, რომელიც ძირითადად მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იხდიან ორმაგ და სამმაგ ფასებს გართობასა და ღამის გასათევში თითქმის ღამით გაქრება. უცხოურ ტურისტებზე დაფუძნებული შემოსავლის გარანტიის ან დასავლეთის ინტერესების დაცულობის გარეშე რუსეთთან დაპირისპირებაში, საქართველოში ცოტა დარჩება დასავლეთის მოსაზიდად.
ზემოთ აღწერილი ნებისმიერი სცენარი საფრთხეს უქმნის რეგიონს უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ყველა მათგანი ცალსახად მოქმედებს საქართველოზე. განსაკუთრებით იმ ინფორმაციის ფონზე, რომელსაც შეიცავს CASE-ის მიერ გამოქვეყნებული სხვა ბრიფები. ირანსა და აზერბაიჯანს შორის წარმოშობილმა კონფლიქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონის მნიშვნელოვან შეცვლას და მას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.
წყარო: MFA