მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დამატებითი დირექტივები რომლებიც ანახლებენ იანვრის გადაწყვეტილებას, რომელიც ისრაელს ავალდებულებს მეტი ნაბიჯის გადადგმისკენ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესაჩერებლად. ახალი გადაწყვეტილებები, გაეროს უმაღლესი სასამართლოს თანახმად გამოწვეული იყო ბრალდებებით, რომ ღაზაში ვითარება გაუარესდა შიმშილით.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლეებმა ერთხმად მოითხოვეს თავიანთ ბოლო გადაწყვეტილებაში რომ ისრაელმა „მიიღოს ყველა საჭირო და ეფექტური ზომა“ ღაზაში მყოფი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ძირითადი სერვისების უზრუნველსაყოფად, სახმელეთო გადაკვეთის შესაძლებლობების გაფართოების ჩათვლით, ასევე საკვები, წყალი, სამედიცინო მარაგი და სანიტარული პირობები, საცხოვრებელი და საწვავი უნდა იყოს უზრუნველყოფილი „დაუბრკოლებლად“ და „მასშტაბიანი“ დირექტივის შესაბამისად.
15-1 ხმით, მოსამართლეებმა ისრაელს ასევე დაავალეს რომ შეიარაღებულმა ძალებმა არ ჩაიდინონ ქმედებები, რომლებიც არღვევენ პალესტინელების უფლებებს ღაზაში, რომლებიც აღიარებულია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციით.
ისრაელის წარმომადგენელი მოსამართლე აჰარონ ბარაკი, ერთადერთი მოწინააღმდეგე ხმა იყო. იგი ასევე არ დაეთანხმა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ ნაწილს, რომლის მიხედვით ისრაელ ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში სასამართლოსთვის წარადგინოს მოხსენება, რომელშიც აღწერილი იქნება ICJ-ის ახალი გადაწყვეტილების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები. სამხრეთ აფრიკამ ისრაელი დეკემბერში გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა, მომდევნო თვეში კი სასამართლომ გამოსცა განაჩენი, რომელიც ისრაელს სთხოვდა მეტი გაეკეთებინა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამცირებლად, რეგიონში მეტი საერთაშორისო დახმარების დაშვებისა და გენოციდის თავიდან აცილების მიზნით - მაგრამ არ მოუწოდებიათ ცეცხლის შეწყვეტა.
„ისრაელმა დროდადრო ვერ გადადგა მინიმალური ნაბიჯები, რომლებსაც ჰუმანიტარული ჯგუფები უიმედოდ ითხოვდნენ, რაც აშკარად მის უფლებამოსილებაშია ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - ამბობს ჰება მორაიფი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონალური დირექტორი Amnesty International-იდან. ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებადამცველმა ჯგუფებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება ისრაელის მიერ ICJ-ის გადაწყვეტილების უგულებელყოფის გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში.