ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენში იმყოფებოდა, როდესაც ის კვირას აღმოსავლეთ აზერბაიჯანის რეგიონთან უცნობი მიზეზით ჩამოვარდა.
რაისი ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მოგზაურობდა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მოვლენა მოხდა ირანის დედაქალაქ თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში აზერბაიჯანის საზღვათან ქალაქ ჯოლფასთან ახლოს.
კვირა დილას რაისი ეწვია აზერბაიჯანს, სადაც ოფიციალურად გახსნა კაშხალი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად. ეს არის მესამე კაშხალი მდინარე არასზე, რომელიც ორმა ქვეყანამ ააშენა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი მრავალნაირ ვერტმფრენებს ფლობს, მათთვის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა ირანისთვის გამოწვევაა საერთაშორისო სანქციების გამო. ირანის სამხედრო ფლოტის ზოგი ნაწილი ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამური რევოლუციამდე დამზადებული თვითმფრინავებისგან შედგება.