უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის მიერ, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური პროექტი მომზადდა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ამ სფეროში ახალი ინიციატივების გასატერებლად და კორუფციასთან უფრო ეფექტურად ბრძოლისათვის. ანგარიში სრულად ასახავს დღევანდელ რეალობას და განსაკუთრებით ელექტრონული მმართველობის დანერგვის ნიუანსებს. ასევე ტექნოლოგიური პროექტების კორუფციული კუთხით ანალიზს და აღნიშნული სფეროს პარალელებს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საკითხებთან. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის მიერ, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური პროექტი მომზადდა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ამ სფეროში ახალი ინიციატივების გასატერებლად და კორუფციასთან უფრო ეფექტურად ბრძოლისათვის. ანგარიში სრულად ასახავს დღევანდელ რეალობას და განსაკუთრებით ელექტრონული მმართველობის დანერგვის ნიუანსებს. ასევე ტექნოლოგიური პროექტების კორუფციული კუთხით ანალიზს და აღნიშნული სფეროს პარალელებს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საკითხებთან. კორუფცია ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენს რეგიონში და უშუალოდ საქართველოში! ბოლო ასწლეულში ჩვენს რეგიონში და უშუალოდ საქართველოში უცხო სახელმწიფოების ხელშეწყობით ან ინსპირირებით არაერთხელ განხორციელდა კონსტიტუციური წყობილების რღვევის ორგანიზაცია, რომლის მომწიფებაშიც კორუფციამ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ კორუფციული პროცესების ინსპირირებისათვის უცხო ქვეყნების სადაზვერვო შეღწევადობის ობიექტები, კორუფციულ გარიგებებში ჩართული სახელმწიფო მოხელეები არიან და განსაკუთრებით კი მაღალი თანამდებობის პირები. მათთან მიმართებაში ეს კომპრომენტაციის საშუალებაა, რომელიც შემდგომ კონტროლის მიზნით გამოიყენება. ამას გარდა, კორუფციული პროცესების თუნდაც უმნიშვნელო გამოვლენისას საზოგადოებაში ჩნდება მკვეთრი ნეგატიური განწყობა, რაც თავისმხრივ მასობრივი უკმაყოფილების დესტრუქციული გზით გამოხატვის, საპროტესტო აქციების, არეულობებისა და კონსტიტუციური წეს-წყობილების რღვევის აქსელერატორი შეიძლება გახდეს. ამგვარი გარემო კი ხელსაყრელ პირობებს ქმნის სადაზვერვო აქციების განხორციელებით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის სპეცასმსახურებს. ამდენად, კორუფციული დანაშაულებები მოიცავს უფრო მასშტაბურ საფრთხეებს, ვიდრე ცალკეული სამოხელეო არაკეთილსინდისიერი ქმედება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ საქმიანობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს, რათა სწორედ იქნეს გაგებული კორუფციული დანაშაულებების რეალური საფრთხეები. ამ პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი მთავარი წყარო. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კორუფცია არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც ცალკეული სამოხელეო დანაშაული, არამედ მისი შესწავლა უშუალოდ ეროვნული უსაფრთხოების (მათ შორის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ორგანიზაციის თვალსაზრისით) უზრუნველყოფის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული მოსაზრების აქტუალობას ადასტურებს ის გარემოება, რომ კორუფციასთან ბრძოლა ჩვენს რეგიონში და მითუმეტეს მისი ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აყვანა არასოდეს ყოფილა მარტივი. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით გადასახედია არსებული სისტემა, რადგან ეს სფერო საკმაოდ დინამიურია და ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე უნდა ვიყოთ ადეკვატური.
სპეციალური ანგარიშის გადმოწერა