+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციებიუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციები
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASEუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციებიუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციები

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერუსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
რესურსები
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / სიახლეები / News / კენდოს მასტერკლასი CASE აკადემიის კურსანტებისთვის

კენდოს მასტერკლასი CASE აკადემიის კურსანტებისთვის

5 ოქტომბერი 2026

CASE-ის აკადემიის კურსანტებს საქართველოს კენდოს ეროვნულმა ფედერაციამ სპეციალური მასტერკლასის ფარგლებში უმასპინძლა.

მასტერკლასს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ლეკაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კენდოს როგორც პრაქტიკულ საბრძოლო ხელოვნებას, მის ძირითად ტექნიკურ ელემენტებსა და ვარჯიშის სპეციფიკას. კურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ჩართულიყვნენ საცდელ ვარჯიშში და პრაქტიკაში გამოეცადათ კენდოსთვის დამახასიათებელი მოძრაობის, კონცენტრაციისა და მოქმედების პრინციპები.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კენდოს კულტურულ და ღირებულებით საფუძვლებს: სამურაის ტრადიციას, დისციპლინას, თვითკონტროლს, პასუხისმგებლობას, მოწინააღმდეგის პატივისცემასა და რთულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნებას.

კენდო, იაპონურად „ხმლის გზა“ თანამედროვე იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის პრაქტიკაშიც ფიზიკურ მომზადებასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პიროვნული დისციპლინისა და ხასიათის განვითარებას.

CASE-ისთვის მსგავსი პრაქტიკული აქტივობები სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მიზანია კურსანტებს მისცეს შესაძლებლობა, პროფესიულ ცოდნასთან ერთად განსხვავებულ გარემოში გამოცადონ ისეთი უნარები, როგორებიცაა კონცენტრაცია, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ემოციების კონტროლი, დისციპლინა და წნეხის პირობებში მოქმედება.

მასტერკლასი კურსანტებისთვის იქცა შესაძლებლობად, უშუალოდ გაცნობოდნენ მრავალსაუკუნოვანი საბრძოლო კულტურის თანამედროვე პრაქტიკას და დაენახათ, როგორ შეიძლება სამურაის კულტურაში ჩამოყალიბებული პრინციპები უკავშირდებოდეს თანამედროვე პროფესიულ გარემოში საჭირო თვითკონტროლს, პასუხისმგებლობასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას.

CASE მადლობას უხდის საქართველოს კენდოს ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს, გიორგი ლეკაშვილს, მასპინძლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.


გაზიარება
სხვა სიახლეები
CASE თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე25 ივნსტრატეგიული დიალოგის საჯარო სესია16 მაიAd Summit Tbilisi 202325 ნოეტრენინგების ციკლი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის26 აპრკიბერ უსაფრთხოების ტრენინგები შიდა ქართლში26 აპრკიბერ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ევროპულ სკოლაში26 აპრრეკომენდაციები COVID-19-ით გამოწვეული რისკების შესამცირებლად26 აპრსაჯარო ლექციების სერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში26 აპრსაჯარო ლექცია ანტიტერორიზმის შესახებ თსუ-ში26 აპრსაჯარო ლექცია კიბერ უსაფრთხოების შესახებ თსუ-ში26 აპრ
მედია ჩვენ შესახებ
ტყუილის ამოცნობა, მანიპულაციები და სხეულის ენა - ლაშა პატარაიას ინტერვიუ1 აპრკიბერ სივრცის ბნელი მხარე - ნაწილი 226 მარკიბერ სივრცის ბნელი მხარე - ნაწილი 126 მარკურსი, რომელიც დაზვერვისა და სპეცსამსახურების პრაქტიკაზეა აგებული!20 მარლაშა პატარაიას ინტერვიუ სხეულის ენასა და მოლაპარაკებებზე15 მარრა კავშირია სხეულის ენასა და კიბერუსაფრთხოებას შორის11 მარროგორ დავიცვათ თავი კიბერ სივრცეში17 თებაუცილებელი რჩევები თქვენი ანგარიშის დასაცავად სოც. მედია პლატფორმებზე27 იანროგორ დავიცვათ კიბერჰიგიენა ?22 ოქტბავშვების უსაფრთხოება კიბერ სივრცეში23 სექ
არქივი
202620252023