+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE — globalcase.org · ყველა უფლება დაცულიაგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკასაიტის რუკა
HOME / სიახლეები / Ad Summit Tbilisi 2023

Ad Summit Tbilisi 2023

25 ნოემბერი 2023 · News

Ad Summit Tbilisi 2023

2023 წლის 19 ნოემბერს Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2023 ჩატარდა.

სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იყო ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორი დაესწრო 15-მდე ქართველი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც საუბრობდნენ:

● ციფრულ მარკეტინგზე

● ელექტრონულ კომერციაზე

● ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე

● ბრენდ დიზაინზე

● კონტენტ მარკეტინგსა და

● ინფლუენსერ მარკეტინგზე.

გამომსვლელებს შორის იყვნენ Ad Summit-ის დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ელენე ბიბილეიშვილი, ალექსანდრე ჩომახიძე, გიგი კურტანიძე. Სპიკერთა გრძელი სია კი აერთიანებდა ციფრული სფეროების წამყვან ექსპერტებს: გივი ჩხარტიშვილი, შოთა ჩინჩალაძე, გიორგი ქუცა რუხაძე, ვეკო თოხაძე, ირაკლი კიკორია, ირაკლი ქართველიშვილი, გიორგი ნაჭყებია, ირაკლი ლობჟანიძე, გიორგი ბერეჩიკიძე, ია დარახველიძე, გიორგი კორძახია, გუგა მეშვილდიშვილი.

ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და შექმნა ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელი პირველი ქართული პლატფორმა - Ad Summit.

Ad Summit-ის მთავარი კონცეფციაა შექმნას სივრცე, რომელიც შთაგონების და პროფესიული მიგნებების გაზიარების მედიუმი იქნება, ამიტომაც როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ხშირად მოეწყობა ღონისძიებები, ფესტივალები, ტრენინგები კონკურსები, ვორქშოპები და მასტერკლასები.

Ad Summit Tbilisi 2023 პლატფორმის პირველი ღონისძიება იყო, რომლის ფარგლებშიც პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება ჩატარდა. Ad Summit-ის გრძელვადიანი მიზანია არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ლოკაციების ათვისება და უცხოურ ბაზარზე გასვლა.

CASE როგორც ტექნოლოგიურ-საკონსულტაციო მრავალპროფილური კომპანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ციფრულ ტრანსფორმაციებსა და ციფრული პროდუქტების შექმნაში, Ad Summit-ის ოფიციალური მხარდამჭერია.

Ad Summit-ის მომდევნო ღონისძიება 2024 წელს კვლავ CASE-ის პარტნიორობით ჩატარდება.

გაზიარება
სხვა სიახლეები
CASE თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე25 ივნსტრატეგიული დიალოგის საჯარო სესია16 მაიტრენინგების ციკლი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის26 აპრკიბერ უსაფრთხოების ტრენინგები შიდა ქართლში26 აპრკიბერ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ევროპულ სკოლაში26 აპრრეკომენდაციები COVID-19-ით გამოწვეული რისკების შესამცირებლად26 აპრსაჯარო ლექციების სერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში26 აპრსაჯარო ლექცია ანტიტერორიზმის შესახებ თსუ-ში26 აპრსაჯარო ლექცია კიბერ უსაფრთხოების შესახებ თსუ-ში26 აპრCASE-ი კიბერ უსაფრთხოების რეგიონულ კონფერენციაზე26 აპრ
მედია ჩვენ შესახებ
ტყუილის ამოცნობა, მანიპულაციები და სხეულის ენა - ლაშა პატარაიას ინტერვიუ1 აპრკიბერ სივრცის ბნელი მხარე - ნაწილი 226 მარკიბერ სივრცის ბნელი მხარე - ნაწილი 126 მარკურსი, რომელიც დაზვერვისა და სპეცსამსახურების პრაქტიკაზეა აგებული!20 მარლაშა პატარაიას ინტერვიუ სხეულის ენასა და მოლაპარაკებებზე15 მარრა კავშირია სხეულის ენასა და კიბერუსაფრთხოებას შორის11 მარროგორ დავიცვათ თავი კიბერ სივრცეში17 თებაუცილებელი რჩევები თქვენი ანგარიშის დასაცავად სოც. მედია პლატფორმებზე27 იანროგორ დავიცვათ კიბერჰიგიენა ?22 ოქტბავშვების უსაფრთხოება კიბერ სივრცეში23 სექ
არქივი
20252023