CASE-ში წარმატებით ჩატარდა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების პრაქტიკული მასტერკლასი „თანამედროვე ფიშინგი: ამოცნობა, პრევენცია და რეაგირება“. შეხვედრა თანამედროვე კიბერსაფრთხეების გააზრებასა და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი დაცვის პრაქტიკული უნარების განვითარებას დაეთმო.
ფიშინგი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კიბერსაფრთხედ, რომლის სამიზნეებიც ხშირად ხდებიან როგორც ინდივიდები, ისე უმსხვილესი კორპორაციები და სახელმწიფო დაწესებულებები. თავდამსხმელები სულ უფრო დამაჯერებელ კომუნიკაციას, ყალბ ვებ-გვერდებსა და სოციალური ინჟინერიის მეთოდებს იყენებენ, რის გამოც საფრთხის იდენტიფიცირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებმა თანამედროვე ფიშინგის დინამიკა პრაქტიკული პერსპექტივიდან განიხილეს. შეხვედრის მთავარი მიმართულებები იყო საეჭვო აქტივობებისა და შესაძლო საფრთხეების ამოცნობა, პრევენციის ეფექტიანი მიდგომები და ინციდენტის შემთხვევაში სწორი და დროული რეაგირება.
ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ, როგორ იყენებენ კიბერთაღლითები ადამიანურ ფაქტორს, ნდობასა და გადაუდებლობის განცდას სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ასევე რა ტექნიკურ საშუალებებსა და პლატფორმებს. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ კიბერუსაფრთხოება მხოლოდ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას არ გულისხმობს. ძლიერი დაცვის აუცილებელი ნაწილია ინფორმირებული და მომზადებული ადამიანი.
“როდესაც შეტევა იგეგმება მაგალითად მონაცემთა ბაზის მოსაპოვებლად ან და ისეთი აქტივის, რომელიც საჭიროებს ციფრულ ინფრასტურტურაში შეღწევას, პირველი ინსტინქტი მაინც არა სისტემის ე.წ. გატეხვაა, არამედ ადამიანების გამოყენება, რომლებიც ამ სისტემის მეორე მხარეს არიან. სწორედ ამიტომ, ტექნიკურთან ერთად, კურსანტებს გამუდმებით ვემუშავებით ადამიანური ფაქტორის სრულყოფილად შესასწავლად და კომპანიებშიც კიბერუსაფრთხოების სერვისთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საბოლოო მომხმარებლების მომზადებას.”
ლაშა პატარაია
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი
მასტერკლასი წარმატებით წარიმართა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების განათლების მნიშვნელობა. მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრაქტიკული დემონსტრაციით, სადაც მათ შეძლეს დაენახათ შეტევა ჰაკერის პესპექტივიდან.
სესიას უძღვებოდა CASE-ის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, შოთა აბჟანდაძე.
“კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისას სისტემატურად ვაწყდებით ახალ მიდგომებს, მეთოდებს, რომლებსაც კრიმინალები იყენებენ ორგანიზაციების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შემტევი მხარე კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა, რაც ართულებს მოუმზადებელი მომხმარებლების მოტყუების და შესაბამისად ორგანიზაციების სხვადასხვა გზით ინფიცირების შესაძლებლობას.”
CASE მომავალშიც განაგრძობს პროფესიული და პრაქტიკული საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს თანამედროვე კიბერსაფრთხეების უკეთ გააზრებასა და მათგან ეფექტიანად დაცვაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება იყო გამოხმაურება კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით. ამავე ღონისძიებაზე დაანონსდა ხანგრძლივი პაუზის შემდგომ CASE-ის კიბერუსაფრთხოების ახალი კურსების დაწყების შესახებ, რომლებიც კურსანტებს პრაქტიკულ გარემოში მოამზადებს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად, მისცემს ახალ კარიერულ პერსპექტივებს და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობას.
კიბერუსაფრთხოების კურსების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში განთავსდება CASE-ის ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის გვერდებზე.

