სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების 13 წლიანი გამოცდილებით CASE წარმოგიდგენთ ინტენსიური მომზადების კურსს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში SSNS23. საზაფხულო სკოლა ყოველ წელს იმართება და ათასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს ითვლის. CASE-ი საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი კურსანტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. ყოველივე ეს კი საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად კურსანტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ღირებული კავშირები, ახალი მეგობრები და ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი კარიერა.
სწავლებაზე მიიღებიან 21 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მოტივაცია, ანალიტიკური უნარები და რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას.
ტრენინგი გრძელდება 6 კვირა და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასაც. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები. შერჩეულ წარმატებულ კურსანტებს CASE აკადემია შესთავაზებს შემდგომი კარიერული წინსვლის სხვადასხვა პერსპექტივებს.
CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.
ინფორმაციული უსაფრთხოების ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი