CASE-ის ყველაზე პოპულარული კურსი ახლა უკვე ბათუმში!
ცხოვრებაში ყველაფერი მოლაპარაკებაა. სამსახური, ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ბიზნესი, კარიერა… დღის განმავლობაში უამრავ მოლაპარაკებას გადიხართ განსხვავებულ ადამიანებთან. მოლაპარაკების ერთი ეპიზოდი ხშირად გადამწყვეტია სასურველი სამსახურის მისაღებად, ყველაზე მნიშნვნელოვანი პარტნიორის ან კლიენტის დასარწმუნებლად. ეს მთავარია უნარია, რომელსაც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ ასწავლიან. გაყიდვების, მოლაპარაკებების, ბიზნესის და კარიერის რჩევები უამრავია ინტერნეტში, იუთუბზე და ბლოგებზე, თუმცა იმას, რასაც ამ კურსზე ისწავლით სხვაგან არსად გაგიზიარებენ. სტრატეგიებს, ტაქტიკებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში იყენებენ ახლა თქვენი მთავარი იარაღი გახდება საქმიან ურთიერთობებში, რათა აღარასდროს დაკარგოთ სასურველი კარიერული შანსი ან გადამწყვეტი კლიენტი თქვენი ბიზნესისთვის.
კურსზე ისწავლით წარმატებული მოლაპარაკებების ტექნიკებს, საჯარო გამოსვლებს, ადამიანების უკეთ წაკითხვას. გაიგებთ როგორ დავმალოთ ან აღმოვაჩინოთ ტყუილი, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები სასურველ პოზიციებში. მიმიკები, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სხეულის ენა. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ამ კურსზე გაეცნობით. კურსის განმავლობაში გაივლით მომზადებას სიცრუის დეტექტორზე, სიმულატორებზე და რეალურ სიტუაციებში მოსინჯავთ საკუთარ შესაძლებლობებს...
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სამხედროების, დიპლომატების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 14+ წლიანი გამოცდილებით. ექსპერტი, ავტორი, სპიკერი, სხვადასხვა სერტიფიციკაციისა და ჯილდოს მქონე ტრენერი. სერტიფიცირებულია ლიდერი საერთაშორისო კომპანიების მიერ, ასევე Devry-ს უნივერსიტეტისა და Clingendael-ის, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ტრენერის კვალიფიკაციით. სიცრუის თეორიის პროგრამის ავტორი. იხილეთ ვრცლად...
CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.