მსოფლიო წესრიგი სტატიკური არ არის. ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის ცვლილებაზე მუდმივად ვითარდებიან და, შესაბამისად, გლობალური უსაფრთხოების ლანდშაფტი კიდევ უფრო დინამიური გახდა.
წინა საუკუნეში ძლიერება იყო იმის ვინც უპირატესობას ფლობდა ეკონომიკური მიმართულებით, შემდეგ აქცენტი, განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდში, გაკეთდა სამხედრო შეიარაღებაზე. რა თქმა უნდა ეკონომიკა აქაც ხერხემალია რადგან სამხედო შეიარაღების განვითარებას სჭირდება სწორედ მდგარდი და განვითარებული ეკონომიკა. ამასთანავე არ შეიძლება იმ ფაქტის უგულვებელყოფა, რომ სამხედრო კომპონენტი კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თუმცა, ბოლო წლებში შეინიშნება გადასვლა ტრადიციული სამხედრო ძალებიდან კიბერ ძალაზე. ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, ქვეყნები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას კიბერ შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა მოიპოვონ უპირატესობა გლობალური მასშტაბით. კიბერშეტევები შეიძლება იყოს ისეთივე დამაზიანებელი, თუ არა უფრო მეტად, ვიდრე ტრადიციული სამხედრო თავდასხმები, რაც კიბერუსაფრთხოებას მრავალი ერისთვის უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. რამდენადაც მსოფლიო ხდება უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ინტერნეტის საშუალებით, კიბერ საფრთხეებისგან თავდაცვის უნარი არსებითი გახდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მსოფლიო სცენაზე გავლენის შესანარჩუნებლად.
დღეს მკაფიოდ იკვეთება კონტურები მსოფლიო წესრიგის ცვლილების ახალი განზომილების არსებობისთვის, კერძოდ კიბერ დომენი. ნათელია, რომ მომავალში ძლიერება და გლობალურ პოლიტიკაში გადამწყვეტი სიტყვა იქნება იმ სახელმწიფოსკენ თუ ორგანიზაციისკენ ვინც ტექნოლოგიურად უპირატეს პოზიციაში იქნება და ვისი კიბერ შესაძლებლობებიც ბევრად წინ იქნება მისი მოწინააღმდეგესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე მნიშვნელოვანი ფაქტორებია გლობალურ პოლიტიკაში, კიბერ დომენში ადაპტაციისა და წარმატების უნარი სულ უფრო გადამწყვეტი ხდება ძალაუფლებისა და გავლენის შესანარჩუნებლად. ტექნოლოგიურ უპირატესობებსა და კიბერ შესაძლებლობებზე აქცენტი არის იმის მანიშნებელი, რომ ეს უკანასკნელი გადაწონის გლობალური პოლიტიკის ტრადიციულ ფორმირების ჩარჩოს - სადაც ეკონომიკური და სამხედრო კომპონენტი იყო უპირობოდ წამყვანი.
დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს WMD - ის (მასობრივი განადგურების იარაღი) შემდეგ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ, ბირთვულ საფრთხეებს ტექნოლოგიური ხასიათი აქვს. ახლა კიბერ შესაძლებლობები აყალიბებს ქვეყნის სიძლიერეს დაწყებული ეროვნული უსაფრთხოებიდან დამთავრებული ეკონომიკით.
აღნიშნული ყველა მეტად უკრაინაში მიმდინარე მოვლენება ცხადყო. ისტორიაში ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის წინააღმდეგ მტრული კიბეროპერაციების ყველაზე ფართო და უწყვეტი გამოყენება.
ნათელი გახდა, რომ კიბერსივრცეში კონკურენციას, კრიზისსა და ომს შორის საზღვრების არამკაფიოობა მოითხოვს კიბერთავდაცვის უწყვეტობას. ასევე, ეროვნული კიბერუსაფრთხოება უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებს შორის პოლიტიკის ფოკუსირებასა და ბიუჯეტის დაგეგმვისას.
აღსანიშნავია, რომ სწორედ რუსეთ - უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე ქვეყენამ უფრო კომპლექსურად შეხედა კიბერ სივრციდან მომდინარე საფრთხეეს და შესაბამისად დაიწყო პოლიტიკების გადატრება. კერძოდ, ამერიკამ, კანადამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, ჰოლანდიამ, პოლონეთმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა - დახვეწა ან გააძლიერა კიბერ-სამხედრო აქტივების რესტრუქტურიზაცია, არა მხოლოდ საომარი მოქმედებებისთვის, არამედ მშვიდობიანობის დროს უწყვეტი ეროვნული კიბერთავდაცვისთვის.
გარდა ამისა გამოიკვეთა რომ ეროვნული კიბერთავდაცვა დამოკიდებულია მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის ეფექტურ პარტნიორობაზე, ისევე როგორც მსგავსი პრიორიტეტების ქვეყნებთან ალიანსებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია კიბერ-სამხედრო აქტივების გაზრდა რუსეთ - უკრაინის ომის საპასუხოდ, მხოლოდ სამხედრო ოპერაციებზე ფოკუსირებამ შეიძლება უგულვებელყოს ეროვნული კიბერთავდაცვის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ინფრასტრუქტურის დაცვა და სამოქალაქო კიბერუსაფრთხოება.
ამასთანავე, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ხაზი გაუსვა ტექნიკური კომპანიების, როგორც გეოპოლიტიკური აქტორების როლს ომში მათი გადამწყვეტი ინტერვენციების გათვალისწინებით.
უკრაინის ომის დროს ჩატარდა არაერთი კიბერ წვრთნა, რომლებიც ნამდვილად არის იმის ინდიკაცია, რომ სამხედრო ძლიერების ჩანაცვლება რაც აქამდე ტრადიციული ინსტრუმენტი იყო ბრძოლის მოხდება კიბერშესაძლებლობებით.
• მაგალითად, 2023 წლის თებერვალში საფრანგეთმა ORION 23-ს უმასპინძლა;
• დაახლოებით იმავე დროს, ბრიტანეთის არმია ხელმძღვანელობდა Defence Cyber Marvel 2, ყველაზე დიდ კიბერ სამხედრო წვრთნას დასავლეთ ევროპაში.
აშშ-ის კიბერსარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ნაკასონემ პირველად დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად შეტევითი კიბეროპერაციები ჩაატარა.
უკრაინის კიბერ შესაძლებლობების გასაზრდელად უშუალოდ ომის დროს ოფიციალურად ჩავიდა და ჩართული იყო აშშ-ს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის „ზღვის ლომების“ (US NAVY SEALS) ქვედანაყოფი, რომლებიც გარდა რეალურ დროში დახმარებისა (კიბერ ინცინდენტების მოგერიება) ასევე წრთვნიდნენ მათ სერტის კიბერ სპეციალისტებს.
რომელზეც მოქალაქეები, ბიზნესები და თავად სახელმწიფოებიც დამოკიდებული. ასეთ დროს, ახალი საფრთხეები ახალ მექანიზმებს საჭიროებს, მექანიზმებს, რომლებიც არამხოლოდ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე უპასუხებს გამოწვევებს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში გააჩენს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანი, დროული და მძლავრი რეაგირებისთვის.
დღესდღეობით კიბერ საშუალებები აღემატება ტრადიციულ საბრძოლო იარაღს ეფექტურობის, ხელმისაწვდომობისა და რეზონანსის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ავტორიტარული სახელმწიფოები და კრიმინალური ორგანიზაციები მიიღებენ წვდომას კიდევ უფრო დახვეწილ და მძლავრ შესაძლებლობებზე სრულიად ახალ დომენში, რომელსაც ეყრდნობიან მოქალაქეები, ბიზნესები და სახელმწიფოები. ამ ეტაპზე ახალი საფრთხეები საჭიროებს ახალ მექანიზმებს, მექანიზმებს, რომლებიც უპასუხებენ გამოწვევებს არა მხოლოდ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, არამედ სტრატეგიულ დონეზეც. მთავრობებისთვის და ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივად ადაპტირდნენ და გააძლიერონ თავიანთი კიბერუსაფრთხოების ზომები, რათა ეფექტურებად იმოქმედონ ციფრულ ეპოქაში არსებულ გამოწვევასა თუ საფრთხეებზე. აღნიშნული მნიშნელოვანია,საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტშიც, რადგან იძლევა ეფექტური, დროული და ძლიერი რეაგირების საშუალებას.
თათია მოსიძე