COO
ბატონ შონ რეგანს გააჩნია უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება. იგი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო მისიებში. აქვე მას მიღებული აქვს პროფესიული განათლება მართვისა და ლიდერობის ორ სხვადასხვა პროგრამაზე. სამხედრო სამსახურის შემდეგ საკუთარი კარიერა მან გააგრძელა კერძო სექტორში სადაც იგი მხარდაჭერას უწევდა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებს. მისი საქმიანობა ეხებოდა ძებნილ და მიმალვაში მყოფი პირების პოვნასა და ექსტრაქტირებას, ასევე სხვადასხვა აქტივების ამოღებას. აკადემიური ხარსხი მიიღო კემპბელის უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებებისა დასაჯარო მმართველობის დარგში. სწავლის პარალელურად იგი უკვე მსახურობდა აშშ-ს არმიაში ლოჯისტიკის მიმართულებით, მცირე შეიარაღების პროგრამაში. უნივერსიტეტის შემდეგ, იგი წარგზავნილ იქნა ქუვეითში შეიარაღებული ძალების ოფიცრად, შემდეგ ერაყში როგორც მეორე რანგის უსაფრთხოების სპეციალისტი. ერაყის შემდეგ მან ასევე იმსახურა ავღანეთის მისიაში მულტი-ეროვნული კონტინგენტის ზედამხედველად, სადაც იგი პასუხისმგებელი იყო პირად შემადგენლობასა და დიპლომატთა შენობა ნაგებობების უსაფრთხოებაზე. საქართველოში ყოფნის პერიოდიდან იგი მუშაობდა კერძო სექტორში, უსაფრთხოების მრჩევლად „რას ალ ხაიმაჰ საინვესტიციო ჯგუფისთვის“ (RAKIA), სადაც პასუხისმგებელი იყო მრავალმინიონიანი აქტივების დაცვაზე, როგორც ფიზიკური ისე ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებებით. 2015 წლიდან შონი მუშაობს CASE-ში ოპერაციების მენეჯერის, კონსულტანტისა და უსაფრთხოების ინსტრუქტორის პოზიციებით. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის განვითარებაში, ოპერაციულ მენეჯმენტში, კლიენტი ორგანიზაციების მხარდაჭერასა და კონსალტინგში, ასევე მონაწილეობს აკადემიის უსაფრთხოების სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში ინსტრუქტორ-ანალიტიკოსად.