Information Security Instructor-analyst
სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მენეჯერულ თანამდებობებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. სპეციალობა ეკონომისტ - ინფორმატიკოსი. 2021 წლიდან არის "საქართველოს უძრავი ქონება"-ის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. 2012 – 2018 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 -ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში იკავებდა ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და სტრატეგიული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციებს. 2008 – 2012 წლებში იყო კომპანია „არჯი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და მუშაობდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის, „ჩრდილოეთ - სამხრეთ“ გაზსადენის რეაბილიტაციისა და ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს პროექტებზე. ბატონი გიორგი არის ევროპული გადაუდებელი დახმარების ნომრის ასოციაციის (EENA- European Emergency Number Association) და გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ქსელის წევრი (ESSN – Emergency Services Staff Network). მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალი მაღალტექნოლოგიური პროექტი. მათ შორის: 112 მობილური აპლიკაცია; SMS და ვიდეო ზარი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის; აპლიკაცია საპატრულო პოლიციისა ეკიპაჟებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის; eCall Georgia და სხვა.
სერტიფიკატები:
ISO 27001 Lead Implementer - BSI ( The British Standards Institution)
CISM Certified Information Security Manager
(ISC)² Certified in Cybersecurity (CC)
(ISC)² Member