ზღვისპირა საზღვარზე დაძაბული მოქმედებების გამო, ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანის) შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ გამოიყენონ ლეტალური ძალა ჩინეთის ჯარის წინააღმდეგ.
სამინისტრო ციტირებს საერთაშორისო სამართალს, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს აქვთ უფლება მიმართონ შეიარაღებული ძალით თავდაცვას როდესაც მათ ტერიტორიას უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები ესხმის თავს.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ თუ მტრის საბრძოლო თვითმფრინავები ან გემები შემოიჭრებიან „ჩვენს ტერიტორიულ საჰაერო სივრცეში ან წყლებში“ და მათი განდევნის მცდელობები იდენტიფიკაციის, თვალთვალის და მაუწყებლობის გაფრთხილებით წარუმატებელი იქნება, ფრონტის ხაზის მეთაური უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი კონტრ-ზომები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.
ამ პარასკევს, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა 9 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და 5 საზღვაო ხომალდი ტაივანის სრუტეზე და განაცხადა, რომ ცხრა თვითმფრინავიდან ოთხმა დაარღვია მედიანური ზღვარი და შევიდა ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში.