+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციებიუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციები
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASEუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციებიუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციები

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ბლოგი / ზოგადი / სასწრაფოდ! არ წამოეგოთ ახალ თაღლითურ სქემას MyMarket.ge-ზე

სასწრაფოდ! არ წამოეგოთ ახალ თაღლითურ სქემას MyMarket.ge-ზე

26 იანვარი 2021

CASE-მა კიბერ თაღლითობის ახალი სქემა გაშიფრა

ინტერნეტ-კომერციის პლატფორმა MyMarket.ge-ზე, კიბერ თაღლითებმა ახალი სქემა აამოქმედეს. ამ წუთებში ისინი აგრძელებენ მომხმარებლებთან კომუნიკაციას, მათგან თანხების არალეგალურად მითვისების მიზნით.

CASE წარმოგიდგენთ სქემის დეტალებს და აფრთხილებს მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ.

მაშ ასე, სქემა ასეთია:

როდესაც მომხმარებელი ათავსებს განცხადებას პროდუქტის გაყიდვის მიზნით, განცხადების განთავსებიდან მას მალევე უკავშირდება თაღლითი მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის მეშვეობით.

გამყიდველს ეუბნებიან, რომ თითქოსდა მათ უკვე ჩაურიცხეს პროდუქტის ღირებულება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და უგზავნიან ლინკს თითქოსდა ჩარიცხული თანხის მისაღებად.

რეალური შემთხვევის მიხედვით, რომელიც ახლახან დავაფიქსირეთ წარმოგიდგენთ ეკრანის სურათს (იხ. ეკრანი 1).

კომუნიკაციის შედეგად, თაღლითები თხოვენ გამყიდველს შევიდნენ აღნიშნულ ბმულზე, და თანხის მისაღებად დააფიქსირონ საკუთარი მონაცემები. ამავე გვერდზე მითითებულია ვითომდა რეალური მომხმარებლის მონაცემები, სადაც უნდა გაიგზავნოს შეძენილი პროდუქტი.

მომხმარებელი, გაგზავნილ ბმულზე დაკლიკებით ხვდება ყალბ ვებ-გვერდზე, რომელიც ვიზუალურად საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდს გავს. თაღლითები ასევე ქმნიან ყალბ დროებით ქვე-დომენს, რომელიც ასევე წააგავს აღნიშნული საფოსტო სერვისის მისამართს.

აღნიშნული ფიშინგ გვერდი ასე გამოიყურება (იხ. ეკრანი 2)

ყალბ ვებ-გევრდზე მომხმარებელმა იოლად შეიძლება დაიჯეროს, რომ მას თანხა ჩაურიცხეს და თანხის მიღების მიზნით მიუთითოს მისი საბანკო ბარათის მონაცემები.

CASE-ი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს თაღლითურ სქემას!

არ მიუთითოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები, რათა არ მოხდეს თქვენი თანხების არალეგალური მითვისება.

ამ პოსტის თემატიკასთან დაკავშირებული კურსები:

  • კიბერ უსაფრთხოება თინეიჯერებისთვის - Cyber Junior
  • ეთიკური ჰაკინგი და კიბერ უსაფრთხოება
  • კიბერ უსაფრთხოების საბაზო კურსი
გაზიარება
კატეგორიები
ისტორიაზოგადირჩევებიფილმები
ბლოგის სხვა პოსტები
ცხოველები დაზვერვაში21 მაიჯონ უოლკერი - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში აშშ-ში19 მაიკონტრდაზვერვის კამერა-დეტექტორები - ფოტო-სნაიპერი18 ივლპერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციები24 აპრკიბერ ძალების ზრდა20 თებWhat is Deepfake? Definition & dangers3 თებპოლიტიკოსების სხეულის ენა25 სექროგორ წავიკითხოთ სახის მიკრო ექსპრესიები18 სექსაქართველოში დაკავებული რუსი ჰაკერი აშშ-შია ექსტრადირებული24 თებახალი კიბერ თაღლითობა26 იან
მიმდინარე კურსები
სხეულის ენის და მოლაპარაკებების სპეც. კურსიიწყება 15 სექზამთრის სკოლა დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაშიიწყება 14 სექ