CASE წარმოგიდგენთ სპეციალურ დისციპლინას SD5 - CSP (Cyber Security Professional), რომლის მონაწილეებსაც ეძლევათ უნიკალური საშუალება, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან. შეძლონ ინფორმაციის დაცვა/მოპოვება ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ დონეზე, დაეუფლონ კიბერ თავდაცვის პრაქტიკულ საშუალებებს. ინტენსიური კიბერ სავარჯიშოები კი ამ ყოველივეს უნიკალურ გამოცდილებად აქცევს. აკადემია უკვე 12 წელია წარმატებით ამზადებს კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებს სამართალდამცავი უწყებებიდან, საბანკო სექტორიდან, მსხვილი კორპორაციებიდან. ჩვენი სტუდენტები არიან IT სპეციალისტები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, სტუდენტები და ყველა, ვისაც უსაფრთხოების სფეროში საფუძვლიანი ცოდნა და წარმატებული კარიერა სურს.
ტრენინგ-მოდულები:
ძირითად საკითხებთან ერთად ტრენინგზე გათვალისწინებულია დამატებითი სესიები გუნდურობის შემუშავებისა და პროფესიული უნარების განსავითარებლად.
იხ. სრულადმოთხოვნები კურსზე მისაღებად!
ტრენინგზე მიიღებიან 18 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მოტივაცია, საბაზო ტექნიკური უნარები და წარმატებით გაივლიან კურსზე დაშვებისთვის აუცილებელ შერჩევის პროცედურებს.
ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს პერსონალური ლეპტოპი.
ტრენინგის ფორმატი
ტრენინგი გრძელდება 3-დან 4 თვემდე და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს პრაქტიკულ სამუშაოებსაც. სერტიფიცირების მისაღებად კი ყველა კურსანტმა წარმატებით უნდა გადალახოს საგამოცდო პროცედურა. შერჩეულ წარმატებულ კურსანტებს აკადემია შესთავაზებს შემდგომ თანამშრომლობას.
CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.
რეგისტრაცია ვრცლად