
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და IT პროფესიონალი 15 წელზე მეტი გამოცდილებით, მათ შორის 6+ წლით საბანკო სექტორში კიბერ საფრთხეების ანალიზის, უსაფრთხოების ოპერაციებისა და ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით. ფლობს სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერის (CEH) კვალიფიკაციას და ღრმა ექსპერტიზას მოწყვლადობების შეფასების, ქსელური უსაფრთხოებისა და საწარმოო დონის უსაფრთხოების ინსტრუმენტების: SIEM, EDR, PAM-ის დანერგვა-მართვის სფეროში. CASE-ში შოთა მოღვაწეობს როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ემსახურება კლიენტი და პარტნიორი ორგანიზაციების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას. ის ასევე არის CASE აკადემიის ინსტრუქტორი, სადაც კურსანტებს კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დისციპლინებს ასწავლის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ფორმატში. 2025 წლიდან შოთა მოღვაწეობს „პაშა ბანკში" კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც პასუხისმგებელია საბანკო ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების კონტროლის დაპროექტება-დანერგვაზე, უსაფრთხოების მოვლენების მონიტორინგსა და ინციდენტებზე რეაგირების კოორდინაციაზე. 2022-2025 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკში" კიბერ საფრთხეების ანალიტიკოსად, სადაც SIEM სისტემისა და საფრთხეების სადაზვერვო პლატფორმების გამოყენებით ახორციელებდა რეალური დროის საფრთხეების ანალიზს, სწავლობდა უსაფრთხოების ინციდენტებს და ამუშავებდა გამოვლენის წესებსა და სარეაგირო სცენარებს SOC-ის ეფექტურობის ასამაღლებლად. ამავე ბანკში, 2020–2022 წლებში, IT უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე, ადმინისტრირებდა სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს. 2012–2019 წლებში შოთა მუშაობდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში IT დეპარტამენტში, აქედან ბოლო 4 წელი ხელმძღვანელობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებას, სადაც მართავდა სპეციალისტთა გუნდს, ზედამხედველობდა ინფრასტრუქტურას, კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ სერვისებს. მისი გამოცდილება მოიცავს სხვა საჯარო სამსახურების კიბერუსაფრთხოებისა და IT უზრუნველყოფას. ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს საბანკო საფინანსო მიმართულებით მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის უნივერსიტეტიდან (MESI). გავლილი აქვს მრავალი სერტიფიცირებული კურსი, მათ შორის Cisco-ს კიბერუსაფრთხოების პროგრამები, IT აუდიტის, OSCP-ის, CISA-ს საფუძვლები, ციფრული კრიმინალისტიკა, OWASP TOP 10, ITIL v4 და DevSecOps.