+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ნინო ნიქაბაძე
ნინო ნიქაბაძე

ნინო ნიქაბაძე

მიმართულების ხელმძღვანელი და ინსტრუქტორი

ინფორმაციული უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ნინო ნიქაბაძე CASE-ში ხელმძღვანელობს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროგრამებს, სადაც იგი ასევე წარმოდგენილია როგორც კურსების ინსტრუქტორი და ანალიტიკოსი. ნინო ასევე მოღვაწეობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში - BP Georgia - ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტად. განათლებით სამართალმცოდნე და წამყვანი საერთაშორისო სერტიფიკაციების მქონე პროფესიონალი ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების მიმართულებით. ნინო 2017 წლიდან აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქვეყნის სახელმწიფო სექტორში ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. 2007-2022 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამინისტროში სამართლებრივი მრჩევლის/იურისტის პოზიციაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოში მუშაობის პერიოდში ნინო აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადებაში. 2022-2023 წლებში იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციას. აღნიშნულ პერიოდში ნინოს მოუწია ჯანდაცვის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების პოლიტიკების ჩამოყალიბება/დანერგვის მიმართულებით აქტიური მუშაობა. ნინო სერტიფიცირებულია: ISO/IEC 27001-ის მიმართულებით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებში (ISMS) წამყვანი აუდიტორის კვალიფიკაციით ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის (BSI) მიერ, ასევე ფლობს CISM და CISA-ს საერთაშორისო სერტიფიკატებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და აუდიტორის კვალიფიკაციით.