"ყოველი მსგავსი ოპერაცია ადასტურებს, რომ მხოლოდ შეიარაღებული გზითაა შესაძლებელი და აუცილებელი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. არა უკბილო ქმედებებით, როგორც ფარნები ღამის ცაზე ან რასაც რუსული ოპოზიცია აკეთებს ბოლო 20 წლის განმავლობაში. არც ერთს აქვს შედეგი. ალექსეი ნავალნის სიკვდილმა მხოლოდ დაარწმუნა ყველა ჩვენს სიმართლეში - მხოლოდ შეიარაღებული წინააღმდეგობა!
რუს მოხალისეთა კორპუსი კი გვიჩვენებს, როგორ გამოიყურება ეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, როგორ გამოიყურება ნამდვილი ბრძოლა რუსეთის მომავლისთვის. ხალხის დიდი რაოდენობა გვიყურებს, ისინი ხედავენ ჩვენს წარმატებებს და პოულობენ გამბედაობას, შეუერთდნენ ჩვენს ბრძოლას." - განაცხადა დენის ნიკიტინმა, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუს მოხალისეთა კორპუსის მეთაურმა.
რუს მოხალისეთა კორპუსი, ციმბირის ბატალიონი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ერთობლივი ოპერაციით რუსეთში შეიჭრნენ. ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომლებშიც ჩანს როგორ კვეთენ სამხედროები რუსეთის ტერიტორიას.
რადგან ისინი უტევენ სამხედრო პოზიციებს ბელგოროდსა და კურსკში, რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა მოუწოდა მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ. ისინი ასევე აცხადებდენ, რომ გაანადგურეს რუსული სამეთაურო ცენტრიც.
რუს მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები ასევე შეეცდებიან, ხელი შეუშალონ ვლადიმერ პუტინის ყალბ არჩევნებს უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში.
"მჯერა, რომ რუს მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში არჩევნები არ ჩატარდეს. შესაძლოა, ეს ჩვენი ამჟამინდელი ოპერაციების ერთ-ერთ მიზნადაც მივიჩნიოთ." – დაამატა ნიკიტინმა.
წყარო: Українська правда