შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა ინფორმაცია რომ იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სირიის საზღვართან ამერიკულ ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა; დრონმა 3 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა, დაჭრილთა რიცხვი კი 30-ზე მეტია.
ოფიციალური თეირანი უარყოფს შეტევაში მონაწილეობას.
პრეზიდენტი ბაიდენი მოკავშირეებთან კონსულტაციას გადის ირანის შესაძლო როლთან გადაწყვეტილების მიღებამდე.
ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა ირანის წინააღმდეგ აშშ-მ & ისრაელმა საომარი ზომები მიიღონ ისრაელის არმიის მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებული ძირითადი სამხედრო ოპერაციის წინ.
ანონიმური წყარო თეთრი სახლიდან აფიქსირებს რომ შეტევას რომელმაც ამერიკელი ჯარისკაცები იმსხვერპლა შესაძლოა შტატებმა იმაზე ძლიერად უპასუხოს, ვიდრე ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ შეტევებზე რეაქცია.
წყარო: Bloomberg