მარგარიტა სიმონიანმა, რუსეთის სახელმწიფო ტელემაუწყებელ RT-ს ხელმძღვანელმა თავის Telegram-ის არხზე აუდიოჩანაწერი ატვირთა, რომელშიც იუწყება რომ გერმანიის ძალები "ლაპარაკობენ თუ როგორ დაარტყან ყირიმის ხიდს", - რომელიც რუსეთს უკრაინის ნახევარკუნძულთან აკავშირებს, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
რუსულ სოციალურ მედიაში ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს საიდუმლო სამხედრო საუბრებს უკრაინის ომის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო. ზარის ავთენტურობას გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
საკონფერენციო ზარზე, რომელიც ჩატარდა WebEx პლატფორმაზე, არმიის შიდა საკომუნიკაციო ქსელის ნაცვლად განიხილებოდა Taurus საკრუიზო რაკეტების შესაძლებლობები დაუკონკრეტებელი ხიდის შესახებ გერმანიის საჰაერო ძალების ოთხ ოფიცერს შორის. მინიშნებაა რომ ხსენებული ობიექტი ყირიმის ხიდია, რომელიც გადის ქერჩის სრუტეზე და აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიასთან.
„ამჟამად დაზუსტებით ვერ ვიტყვით, განხორციელდა თუ არა ცვლილებები ჩაწერილ ან დამონტაჯებულ ვერსიაში, რომელიც ვრცელდება სოციალურ მედიაში“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
წყარო: DW