სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონსიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ 6,700 კონტეინერი გაგზავნა რუსეთში, რაც ზრდის გზავნილთა მაჩვენებელს სექტემბერში პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ.
„შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა“ - თქვა მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განცხადებაში, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტვირთი 3 მილიონი 152 მმ საარტილერიო ჭურვით ან 500 000 122 მმ-იანი ჭურვით იყო სავსე.
ენერგიისა და ნედლეულის დეფიციტის გამო ჩრდილოეთ კორეის ასობით სამხედრო ქარხანა ობიექტი მათი პოტენციალის 30%-ით მუშაობს; მიუხედავად ამისა, რუსეთისთვის ეს საარტილერიო ჭურვები "სრული ძალისხმევით მზადდება".
სეულმა და ვაშინგტონმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად შეიარაღების ფაქტი და დაადანაშაულეს ფხენიანი და მოსკოვი იარაღით ვაჭრობაში. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი და ჩრდ. კორეა ერთმანეთს შეპირდა სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას, მათ ეს ბრალდებები უარყვეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, სექტემბრიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღით სავსე 10,000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა. რუსეთისგან სანაცვლოდ დაახლოებით 9000 კონტეინერი სავსე საკვებით ჩრდილოეთ კორეაში გაიგზავნა.
წყარო: Reuters