„უკრაინის სადაზვერვო სამსახურს უკვე გააჩნია პროგრამა ინფორმაციის დაცვისა და დაშიფვრისთვის, რომელსაც იყენებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც გასაიდუმლოებული ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს“, - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა (GUR) ტელეგრამის არხზე.
ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაშიფვრის პროგრამული უზრუნველყოფა, ისევე როგორც ბრძანებები, მოხსენებები და ინსტრუქციები "რომლებიც გავრცელდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 2000 სტრუქტურულ ერთეულს შორის" მიღებული იქნა სამხედრო დაზვერვის კიბერსპეციალისტების ოპერაციების დახმარებით.
უკრაინის სადაზვერვო სამსახურ იუწყება რომ სენსიტიური ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვისგან მოიპოვეს, რომელმაც "მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კიბერშეტევის წარმატებაში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ განუცხადებია კიბერთავდასხმის შესახებ.
წყარო: Kyiv Independent